1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ბა ბდ ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ ბჰ
ბიბ ბიზ ბილ ბინ ბიო ბირ ბის ბიუ ბიფ ბიჰ

ბიჰევიორისტული ლინგვისტიკა

არსებობს მისი რამდენიმე ტიპი:
1. ადრეული ვიტგენშტეინის მნიშვნელობის თეორია. ეს თეორია ახლოს დგას ასახვის დოქტრინასთან, თუმცა ინარჩუნებს სპეციფიკასაც. მნიშვნელობა მისთვის გაიგივებულია აღმნიშვნელთან შესატყვისობაში მყოფ საგანთან;
2. მნიშვნელობის ფუნქციონალისტური თეორია, რომელიც გისნ ვიტგენშტეინს ეკუთვნის. ეს თეორია მიიჩნევს, რომ გამოთქმის მნიშვნელობა არის ენობრივი ნიშნის გამოყენების ტიპი, სახე, რომელიც განისაზღვრება სხვადასხვა თამაშის წესებით. წესების რაოდენობა ამ თეორიაში განუსაზღვრელად მიიჩნევა;
3. გრაისის მნიშვნელობის თეორია. ეს თეორია მნიშვნელობას სუბიექტის ინტენციებთან და განზრახვებთან აიგივებს. მნიშვნელობა არის მოლაპარაკის განზრახვა შეგვატყობინოს ესა და ეს. სწორედ ის ფაქტი, რომ მეტყველებას თან ახლავს ასეთი განზრახვა მოლაპარაკისა, გამოარჩევს მას ხმაურისაგან, ან სხვა ისეთი ფიზიკური მოვლენისაგან, რომელიც შეიძლება თავისთავად სულაც არ იყოს მოკლებული მნიშვნელობას;
4. ოსტონის მნიშვნელობის თეორია, რომელიც ენობრივ მნიშვნელობას გაიგებსენობრივი მოქმედების კონტექსტში. ოსტინმა შეინარჩუნა გვიანი ვიტგენშტეინის თეორიისათვის განმსაზღვრელი წესების ფენომენი, თუმცა წესების რაოდენობას საზღვარი დაუდო და ჩამოაყალიბა სულ ხუთი წესი;
5. სერლის მნიშვნელობის თეორია, რომელიც ყველაზე ახლოს დგას კლასიკურ კონცეპტუალიზმთან და არის რაღაც საშუალო ვიტჰენშტეინ/ოსტინის თეორიებსა და გრაისის დოქტრინას შორის. სერლის თეორიაში არსებული მნიშვნელობის განმსაზღვრელი წესები დაიყვანება ორი ტპის, რეგულატორულ და კონსტიტუციურ წესებზე;
6. და ბოლოს, მნიშვნელობის ჰუსერლისეული დოქტრინა, რომელიც ცალსახად აფუძნებს მნიშვნელობების ობიექტურობას, მაგრამ ამას აკეთებს თავისებური პლატონიზმის ხარჯზე. ვისთვისაც მიუღებელია პლატონის იდეების თეორია, მისთვის მიუღებელი უნდა იყოს ჰუსერლის მნიშვნელობის თეორიაც.
Source: ბიჭაშვილი მამუკა. პოლიტიკური თეორია და ანალიზის პრაქტიკა: ინტენსიური სემინარი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მამუკა ბიჭაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9