1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ცე ცი ცნ ცო ცრ ცუ ცხ
ცნე ცნო

ცნება

აზრი საგანზე ან საგანთა ჯგუფზე, რომელშიაც ეს საგნები წარმოდგენილია არსებითი ნიშნების მიხედვით. ყოველ ცნებას აქვს მოცულობა და შინაარსი. ცნების შინაარსში იგულისხმება ამ ცნების მახასიათებლების ერთობლიობა, ხოლო მოცულობაში კი, მისი შინაარსით განსაზღვრული საგნების რაოდენობა. რაც უფრო ფართოა ცნება მოცულობით, მით უფრო ღარიბია ის შინაარსით და, პირიქით, შინაარსით მდიდარი ცნება უფრო მეტად ისწრაფვის კონკრეტულობისაკენ და, მაშასადამე, ნაკლებია მისი მოცულობაც. ჰეგელი თავის „ლოგიკას“ იწყებს ყველაზე უფრო განყენებული და აბსტრაქტული ცნებიდან, ისეთი ცნებიდან რომლის მოცულობაც ყოვლისმომცველი იქნებოდა. ასეთ ცნებად მან შეარჩია ყოფიერების ცნება, რომელიც მოიცავს ყოვლივე არსებულს. სამაგიეროდ ეს ცნება, შინაარსობრივი თვალსაზრისით, ყველაზე ღარიბია, რადგან საგანთა ამ უსასრულობას იგი მიაწერს ერთადერთ, არსებობის ნიშანს და საგანთა ამ სიმრავლეს სხვა მხრივ სრულ განურჩევლობაში ტოვებს. წარმოშობის წყაროს გარდა, ცნებები შეიძლება დახასიათებულნი იყვნენ სრულიად სხვა თვალსაზრისით. მაგალითად, შეგვიძლია ვილაპარაკოთ ინდივიდუალურ და აბსტრაქტულ ცნებებზე, რომლებიც სხვაგვარად შეიძლება წარმოდგენილნი იყვნენ, ერთი მხრივ, როგორც სრული, ხოლო მეორე მხრივ, როგორც განყენებული ცნებები.
Source: ბიჭაშვილი მამუკა. პოლიტიკური თეორია და ანალიზის პრაქტიკა: ინტენსიური სემინარი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მამუკა ბიჭაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9