1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ჰა ჰე ჰი ჰო ჰრ ჰუ
ჰეგ ჰედ ჰეი ჰეკ ჰელ ჰემ ჰერ ჰეტ ჰეჯ

ჰერმენევტიკა

გასული XIX საუკუნიდან ლაპარაკი დაიწყეს ჰერმენევტიკულ მეთოდოლოგიაზე, რომლის ფუძემდებლად (თუ შლაიერმახერის მანამდელ შრომებს არ გავითვალისწინებთ), დილთაი უნდა ჩაითვალოს. ჰერმენევტიკა სხვაგვარად გაგების მეთოდადაა აღიარებული და ის გულისხმობს გარკვეული ხიდის არსებობას წარსულ კულტურასა და თანამედროვე მკვლევარს შორის, პიროვნების ნააზრევსა და შემოქმედებას და მის მკვლევარს შორის. ჰერმენევტიკის საკვლევი ჰორიზონტი ძალზე ფართოა. არსებობს ჰერმენევტიკის ლინგვისტური ნაირსახეობები (ჰაიდეგერის და გადამერის ჰერმენევტიკების სახით), ან მის ანალიტიკური ვარიაციები ვიტგენშტაინის და კარლოტო აპელის ჰერმენევტიკული შტუდიების სახით. ჰერმენევტიკის ტექსტის გაგების მეცნიერებად ინტერპრეტაციას დიდი ხნის ისტორია აქვს და ებრაულ კაბალისტიკაზე რომ არაფერი ვთქვათ, ის საკმაოდ ნათლად ჩნდება იმ ქრისტია ავტორებთან, ვინც ბიბლიის ინტერპრატაციით ან თარგმანით იყვნენ დაინტერესებულნი (ამიტომაც, ჰერმენევტიკის ერთერთ ადრეულ წარმომადგენლად ასახელებენ ლუთერს, რომელიც ბიბლიის გერმაულ ენაზე მთარგმნელია. ბოლოს, აღვნიშნავთ იმასაც, რომ არსებობს ფსიქოანალიზის ჰერმენევტიკული ინტერპრეტაცია, რაც არ უნდა იყოს მოულოდნელი, რადგან სიტყვა იყო ის ძირითადი იარაღი, რომლითაც ფროიდი თავისი მიზნების მიღწევას ცდილობდა.
Source: ბიჭაშვილი მამუკა. პოლიტიკური თეორია და ანალიზის პრაქტიკა: ინტენსიური სემინარი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მამუკა ბიჭაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9