1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ია იბ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იფ იჩ იძ
ინგ ინდ ინვ ინი ინკ ინო ინს ინტ ინფ ინც

ინდივიდის ცნება

ინდივიდუალური სუბსტანციის სრული ცნება და მხოლოდ მას მიეყენება. სისრულეზე ხაზგასმა იმის მაუწყებელია ფორმულაში, რომ ინდივიდის ცნების მიმართ რაიმე ახალი პრედიკატების დამატება შეუძლებელია. ამ შინაარსობრივი თვალსაზრისით ინდივიდუალური ცნება ამავე დროს მაქსიმალური შემცველობის ცნებაცაა. იმისათვის, რომ ესა თუ ის ნაწილობრივი ცნება შევიდეს ინდივიდუალური ცნების პრედიკატის შემადგენლობაში, მას წაეყენება ორი მოთხოვნა, (ა) რომ ის უნდა იყოს არაწინააღმდეგობრივი და (ბ) იყოს თანაშეთავსებადი უფრო მეტი მოცულობის ნაწილობრივ ცნებებთან. პრინციპი, რის მიხედვითაც ერთი ცნება (სულ ერთია ნაწილობრივია ის თუ არა) შეიძლება შევიდეს მეორე ცნების მოცულობაში, არის მსგავსების მიმართება, რაც ტექნიკური თვალსაზრისით უფრო ჩართულობად განისაზღვრება. ინდივიდუალური ცნებების კიდევ ერთი თავისებურება ის არის, რომ ყოველიგამართული, ნორმალური ინდივიდუალური ცნება უსასრულო რაოდენობის პრედიკატებს შეიცავს. ამიტომ, ცნებების მოცულობაზე საუბრისას, შესაძლოა, უმჯობესია ვისაუბროთ არა „მეტი“ ან „ნაკლები“ მოცულობის ცნებებზე, არამედ მეტი ან ნაკლები ძალის ცნებებზე. ამგვარი საუბარი კი საჭირო გახდება მაშინ, როდესაც სუბსტანციების კონტექსტში, ცნებათა სრულყოფილების საკითხი დადგება. გავიხსენოთ, რომ ლაიბნიცის მეტაფიზიკით ის სუბსტანციაა უფრო სრულყოფილი, რომელიც შეთავსებადია უფრო მეტი მოცულობის აქციდენციასთან.
Source: ბიჭაშვილი მამუკა. პოლიტიკური თეორია და ანალიზის პრაქტიკა: ინტენსიური სემინარი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მამუკა ბიჭაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9