1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მსა მსგ მსო მსუ მსჯ

მსჯელობა

ლოგიკის მეცნიერების მნიშვნელოვანი ელემენტი. მსჯელობის პირველი დამახასიათებლი ნიშანი დასრულებული აზრის გადმოცემაა. მსჯელობა არ ეხება ცალკეულ საგნებს, არამედ ამ საგანთა არსებობა არ არსებობას ხდომილებათა კონტექსტში. შესაბამისად, მსჯელობა, უპირველეს ყოვლისა, ასოცირებულია საგნობრივ ვითარებასთან. მაგრამ აქვე უნდა გავითვალისწინოთ მსჯელობის კიდევ ერთი სპეციფიკა - მსჯელობა საგნობრივი ვითარების მარტივ დესკრიპციას არ წარმოადგენს, არამედ ის ისეთი აღწერაა, რომელიც საგნობრივი ვითარების საკუთრივი აღწერის გარდა მასვე მიაწერს ამ საგნობრივი ვითარების არსებობაარარსებობის მტკიცებას. ამიტომ ჭეშმარიტება/სიყალბე მსჯელობის თვისებებია განსხვავებით ცნებებისაგან, რომელთაც არ გააჩნიათ ჭეშმარიტების ფასები. ამ შენიშვნების გათვალისწინებით, მსჯელობა შეგვიძლია განვსაზღვროთ ამგვარად: მსჯელობა არის აზრი საგნობრივი ვითარების შესახებ, რომელშიაც ამ საგნობრივ ვითარებაზე რაღაც მტკიცდება ან უარიყოფა. არსებობს სხვადასხვა სახის მსჯელობები. მაგრამ როგორი კონკრეტული სახეც არ უნდა ჰქონდეს მსჯელობას, მისი სტრუქტურა იდენტურია ყველა შემთხვევისათვის. კერძოდ, ყოველი მსჯელობა შეიცავს სამ ძირითად ელემენტს: სუბიეტქს, პრედიკატს და მაკავშირებალ სიტყვას კოპულას. ამიტომ „S & P“ მსჯელობის უზოგადესი ფორმულაა. მისი პირველი ელემეტი, „S“ – „სუბიექტი“ შეიძლება განისაზღვროს როგორც ის რაზედაც რაღაც გამოითქმება მსჯელობაში. მეორე ელემენტი, „პრედიკატი“, „P“ შეიძლება განისაზღვროს ყველაფერ იმად, რაც კი შეიძლება მიეწეროს სუბიქტს. რაც შეეხება მაკავშირებლებს არსებობს სხვადასხვა სახის (ერთადგილიანი, ორადგილიანი...) მაკავშირებლები, რომელთა ერთ ნაწილს ენობრივ გამოხატულებას ვაძლევთ. ამ მხრივ განასხვავებენ, მაგალითად, კონიუნქციას, დისუნქციას, იმპლიკაციას და ა.შ. მნიშვნელოვანია მსჯელობის დაყოფა ანალიზურ და სინთეზურ მსჯელობებად. მსჯელობათა დაყოფაზე ანალიზუად და სინთეზურად დამოკიდებულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა მეცნიერებათა კლასიფიკაცია, განსხვავება აპრიორულსა და აპოსტერიორულს შორის, ემპირიული და წმინდა გონით შემეცნებას შორის დანაწილება და სხვ. გავმიჯნოთ ჯერ ერთმანეთისაგან ანალიზური და სინთეზური მსჯელობები.
Source: ბიჭაშვილი მამუკა. პოლიტიკური თეორია და ანალიზის პრაქტიკა: ინტენსიური სემინარი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მამუკა ბიჭაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9