1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სიბ სიდ სივ სით სიკ სილ სიმ სინ სიო სის სიტ სიუ სიქ სიღ სიყ სიც სიძ

სინტაქსი

შეიძლება განისაზღვროს იმ წესების შემსწავლელ დისციპლინად, რომელიც არკევს თუ რა სახის რელაციები არსებობს წინადადებაში ენობრივ ნიშნებს შორის. სინტაქსური ხასიათის შტუდიები თავდაპირველად ახალ დროში უნივერსალური ენის კვლევის კონტექსტში განვითარდა. რაც შეეხება ანტიკური პერიოდის ენობრივ და ლოგიკურ შტუდიებს სინტაქსი ენობრივ სეგმენტებს შორის ყველაზე სუსტად წარმოდგენილი სფერო იყო. არსებობდა რამდენიმე მიზეზი იმისა, რამაც XVII საუკუნის მკვლევრების დაინტერესება გამოიწვია უნივერსალური ენით. პირველ მიზეზად ასახელებენ მეცნიერების, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო მეცნიერების განვითარებას, რასაც თან სდევდა ლათინური ენის ნაცვლედ ნაციონალური სამეცნიერონ ენების ინტენსიური გამოყენება კვლევებში. ამგვარმა ვითარებამ წამოჭრა ინტერნაციონალური კომუნიკაციის პრობლემა, რადგან დაცემის გზაზე დამდგარი ლათინური ვეღარ ასრულებდა იმ ენის ფუნქციას, რომელსაც გამოიყენებდა სამეცნიერო საზოგადოება როგორც ურთიერთკონტაქტებისათვის, ასევე შრომების ყველა ევროპელი ინტელეტქუალისათვის გასაგებ ენაზე გამოსაქვეყნებლად. მეორე მიზეზი ახალი დროის რაციონალიზმის ზეგავლენას უნდა მივაწეროთ. რამდენადაც ადამიანის გონება მიჩნეული იყო მრავალფეროვანი შემეცნებითი აქტივობებისათვის იგივეობრივ ინსტრუმენტად. აქედან დგებოდა მისი ადექვატური და, რაც მთავარია, სხვადასხვა ადამიანისათვის იდენტური გამოხატვის საშუალების, რაციონალური ენის რეკონსტრუქციის მოთხოვნა. და ბოლოს, მესამე მიზეზად, უფრო რელიგიურმორალური ხასიათის მოტივებს ასახელებენ. კერძოდ, როგორც ამის შესახებ წინა თავის ბოლო პარაგრაფში ვისაუბრეთ, უნდა აღმდგარიყო ე.წ. ადამის ენა, ენა რომელზედაც ადამი და ღმერთი საუბრობდნენ და რომელიც დავიწყებული იქნა ცოდვილი ადამიანის მორალური დეგრადაციის შედეგად. სინტაქსური სტრუქტურების შესწავლა შედარებით გვიან განვითარდა სემიოტიკაში, მაგრამ თავისი მნიშვნელობით მან მალე დაიმკვიდრა ადგილი და აღიარება. სტრუქტურების მნიშვნელობის ცხად გაცნობიერებას უკვე ცალსახად ვაფიქსირებთ ვიტგენშტაინის „ლოგიკურფილოსოფიურ ტრაქტატში“, სადაც სინტაქსურ წარმოდგენილი ერთეული, წინადადება იმგვარადაა გააზრებული, რომ მისი შემდგომი დანაწილება და დაშლა შეიძლებლადაა გამოცხადებული.
Source: ბიჭაშვილი მამუკა. პოლიტიკური თეორია და ანალიზის პრაქტიკა: ინტენსიური სემინარი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მამუკა ბიჭაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9