1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ტა ტე ტვ ტი ტკ ტლ ტო ტრ ტუ
ტელ ტემ ტერ ტეს ტექ

ტერმინი

შეგვიძლია განვსაზღვროთ როგორც მეცნიერული, ანუ თეორიული ენისათვის სპეციალურად შემოტანილი სიტყვა, რომელიც ყოველთვის კონვენციონალურად მიღებული წესით უნდა გამოიყენებოდეს მოცემული თეორიის ფარგლებში. „ტერმინს“ ძირითადად ლოგიკურ-გრამატიკული ხასიათის ტექსტებში ვხვდებით. ამიტომ, რა თქმა უნდა, სემიოტიკური ინსტრუმენტარიების ანალიზისას შეგვეძლო გვერდი აგვევლო მისთვის, მაგრამ როგორც „ტერმინის“ შინაარსთან გაცნობა გვიჩვენებს, მისი არაერთი მაკონსტიტუირებელი მომენტი, განსხვავებულ კონტექსტებში, სემიოტიკური ობიექტების მნიშვნელოვანი მახასიათებელია. ცნება ლოგიკის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. ცნება შემუშავდება განსაზღვრების საშუალებით. ქართულენოვან ლიტერატურაში „განსაზღვრების“ სინონიმად შეიძლება შეგვხვდეს ლათინური ტერმინი - „დეფინიცია“ - რამაც არ უნდა გამოიწვიოს დაბნეულობა. თუკი ვინმე მოითხოვდა „განსაზღვრების“ განსაზღვრებას, მაშინ შეგვიძლია ამა თუ იმ ტერმინის შინაარსის დახასიათებას ვუწოდოთ განსაზღვრება. განსაზღვრების შედეგედ დადგენილი შინაარსი მეცნიერულ მსჯელობებში აღარ უნდა შეიცვალოს. არსებობს შემთხვევები, როდესაც რომელიმე ბუნებრივი ენის სიტყვას ვიყენებთ ამა თუ იმ თეორიაში ისე, რომ წინასწარ ვადგენთ მის შინაარსს. ეს შინაარსი შეიძლება ჩამოჰგავდეს სიტყვის გავრცელებულ მნიშვნელობას და შეიძლება მისგან მკვეთრად განსხვავებულიც კი იყოს. ასეთი ცვლილების შეტანა მეცნიერებაში მისაღებია და ის დამოკიდებულია კონვენციაზე, რომლის წყალობითაც დგინდება საკვლევი თეორიის ენა. მნიშვნელოვანი აქ ის არის, რომ მას შემდეგ, რაც განსაზღვრებით კონვენციონალურად მივიღეთ ტერმინის შინაარსი და ცნება გარკვეული გვაქვს, თავად მსჯელობების პროცესში ეს მნიშვნელობა აღარ შეიძლება შეიცვალოს და ცნება მუდმივად შემოღებული მნიშვნელობით უნდა გამოვიყენოთ. ასეთ შემთხვევებში ჩვენ ვითყვით, რომ საქმე გვაქვს არა ჩვეულებრივ სიტყვებთან, არამედ ტერმინებთან. ტერმინი წინასწარ შეგვიძლია განვსაზღვროთ როგორც მეცნიერული, ანუ თეორიული ენისათვის სპეციალურად შემოტანილი სიტყვა, რომელიც ყოველთვის კონვენციონალურად მიღებული წესით უნდა გამოიყენებოდეს მოცემული თეორიის ფარგლებში. „ტერმინს“ ძირითადად ლოგიკურ-გრამატიკული ხასიათის ტექსტებში ვხვდებით. ამიტომ, რა თქმა უნდა, სემიოტიკური ინსტრუმენტარიების ანალიზისას შეგვეძლო გვერდი აგვევლო მისთვის, მაგრამ როგორც „ტერმინის“ შინაარსთან გაცნობა გვიჩვენებს, მისი არაერთი მაკონსტიტუირებელი მომენტი, განსხვავებულ კონტექსტებში, სემიოტიკური ობიექტების მნიშვნელოვანი მახასიათებელია. ამიტომ, „ტერმინთან“ გაცნობა (მისი მეტ-ნაკლებად დეტალური ექსპლიკაციის გარეშე) ჩვენი მიზნებისათვის სავსებით მიზანშეწონილია. გერმანულენოვან ტექსტებში ამ სიტყვის გამოთქმად იყენებენ „Ausdruck“-ს. ტერმინების შესახებ ერთ-ერთი სერიოზული გამოკვლევა ეკუთვნის XVII საუკუნის გერმანელ სწავლულს, ლაიბნიცს. ის ვითარება, რომ „ტერმინს“ ლაიბნიცი უმეტესწილად ლოგიკური ხასიათის ტექსტებში მიმოიხილავს, მის შუა საუკუნეების ტრადიციასთან კავშირზე მეტყველებს, რომლისათვისაც განმსაზღვრელი იყო „ტერმინის“ ლოგიკური პატამეტრების ექსპლიკაცია. სქოლასტი ავტორების უმრავლესობა, გამოყოფდა „ტერმინის“ სამ ძირითად მნიშვნელობას: გაგებით, დაწერილ და გამოთქმულ ტერმინებს: (ა) ტერმინი როგორც გაგების საშუალება იყო ე.წ. „terminus mentis“, სადაც ტერმინი წარმოდგენილი იყო როგორც ადამიანის გონების საშუალება ანუ როგორც სუბიექტური ცნება. შესაბამისად, ამ ობიექტს ზოგჯერ აღნიშნავდნენ გამოთქმით „conceptus subjectivus“. მნიშვნელოვანია მითითება იმაზე, რომ ტერმინის ასეთი ინტერპრეტაცია მას არ განიხილავდა როგორც ხელოვნურ, ადამიანის მიერ შექმნილ ინსტრუმენტს. პირიქით, ტერმინი გაგებული იყო გონების ბუნებრივ ობიექტად, რომელიც ნების ჩაურევლად წარმოგვიდგენს იმას, რაც მასში იგულისხმება. „ტერმინის“ მეორე, (ბ) მნიშვნელობაპირველთან იყო დაკავშირებული. მხედველობაში გვაქვს ე.წ. „Vox“ ანუ ტერმინი როგორც ნათქვამი, ვერბალურად გამოხატული რამ. „ტერმინის“ ეს მნიშვნელობა, თუ შეიძლება ასე ითქვას, უფრო მეორადი, დამატებითი მნიშვნელობაა, რომელიც პირველთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული მისი გამოთქმის, თავის თავში გარემოცვის და გამოხატვის საშუალებით. ტერმინის აღწერილი მნიშვნელობებიდან, რა თქმა უნდა, განმსაზღვრელი პირველი მნიშვნელობაა. სქოლასტური ტრადიციით ტერმინი არა მხოლოდ სულის საკუთრება იყო, რაც მას გარკვეულ სტატუსს და ნიადაგს უქმნიდა, არამედ გამოხატავდა ჩვენი სულის ინტენციონალურ ხასიათს (ინტენციონალობის შესახებ შემდგომში უფრო მეტს მოგახსენებთ). „terminus subjectivus“ ყოველთვის მიმართულია რაღაც ობიექტზე და სულის აფექციას, ასე ვთქვათ, მის ინდივიდუალურ აქციდენციას გამოხატავს და წარმოადგენს.შუა საუკუნეების ავტორების უმრავლესობა თვლიდა, რომ „ტერმინუს სუბჯეცტივუს“ ჩვენს სულში ბუნებრივი წესით არის კონოტირებული. რასაც ის აღნიშნავს, ანუ უფრო ზუსტი იქნება ვთქვათ, თანააღნიშნავს სულში და სულთან ერთად, არის მისი შინაარსი, „treminus objectivus“ ანუ „terminus conceptus“, ე. ი. ცნება ან იდეა. „ტერმინის“ ქვეშ მე მესმის არა სახელები, არამედ აზრები ანუ ის რაც სახელით აღინიშნება, შეგვეძლო, აგრეთვე გვეთქვა: ცნება, იდეა“ - წერდა ლაიბნიცი. „ტერმინი“ ზოგიერთ ტექსტში სინტაქსურ დატვირთვასაც იძენს იმისდა მიხედვით, თუ რა როლს ასრულებს ის წინადადებაში. ვთქვათ, კატეგორიულ წინადადებაში ის შეიძლება შეგვხვდეს როგორც სუბიექტი ან როგორც პრედიკატი. მთლიანობაში ლაიბნიცი გამოყოფს ტერმინის სხვადასხვა სახეს სრულიად სხვადასხვა ფუნქციონალური დატვირთვით. არსებობს ინტეგრალური და პარტიკულარული ტერმინები, ინდივიდუალური და უნივერსალური, კონკრეტული და აბსტრაქტული, ინტუიციური, დისტრიბუციული და დაყოფადი ტერმინები. ტერმინების შესაბამისი ანალიზი გვიჩვენებს, რომ ლაიბნიცი მათი კვლევით ამზადებდა ნიადაგს წინადადებათა კონსტრუქციული ანალიზისათვის.
Source: ბიჭაშვილი მამუკა. პოლიტიკური თეორია და ანალიზის პრაქტიკა: ინტენსიური სემინარი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მამუკა ბიჭაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9