1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გუდ გულ გუნ გუჟ გურ

გუჟი დე ოლიმპია

საფრანგეთის რევოლუციის ქალთა მოძრაობის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი. პარიზელი სცენარისტი ქალი, რომელმაც დაწერა „ქალთა უფლებების დეკლარაცია“ 1971 წელს. ეს დოკუმენტი წარმოადგენდა საფრანგეთის რევოლუციის მთავარი დოკუმენტის „მამაკაცისა და მამაკაცი მოქალაქის უფლებების დეკლარაციის“ პასუხს, რომელმაც მოსახლეობა აქტიურ და პასიურ მოქალაქეებად დაყო, სიმდიდრის, სოციალური წარმოშობის, კლასისა და სქესის მიხედვით. ამ დოკუმენტის მიხედვით, მამაკაცთა გარკვეული ფენების უფლებები შეიზღუდა და რა გასაკვირია, რომ ქალები პასიურ მოქალაქეთა რიგებში აღმოჩდნენ. დე გუჟი მონარქისტი გახლდათ, იგი არ იყო ტრადიციული ფრანგული მონარქიის დამხობის მომხრე. ამიტომ იგი იბრძოდა ქალების უფლებების დასაცავად და არა რევოლუციის ინტერესებისათვის ზოგადად. ოლიმპია დე გუჟმა სახელი 1789 წელს გაითქვა, როდესაც მან ეროვნულ ასამბლეას წარუდგინა რადიკალური რეფორმის პროგრამა. დე გუჟი აღნიშნავდა, რომ აუცილებელია კანონით იქნეს უზრუნველყოფილი სქესთა სრული თანაბარუფლებიანობა, დასაქმების ფართო შესაძლებლობები ქალებისთვის, სასკოლო განათლების ხელმისაწვდომობა გოგონებისთვის და ისეთი თეატრის შექმნა, სადაც მხოლოდ ქალებისთვის და ქალების მონაწილეობით დაიდგმებოდა სპექტაკლები. ოლიმპია დე გუჟის რწმენა ქალთა „ბუნებრივი და თანდაყოლილი“ უფლებების შესახებ გამომდინარეობდა მისი ზოგადად ადამიანების, რასისა და სქესის განურჩევლად, თანასწორობისა და თანაბარუფლებიანობის ღრმა რწმენისგან. იგი ემხრობოდა საფრანგეთის კოლონიებში ადგილობრივი მოსახლეობის გათავისუფლებასა და იბრძოდა მათი უფლებების დასაცავად. დე გუჟი თავისი ქვეყნის პატრიოტი გახლდათ, მაგრამ ადამიანის უფლებების დაცვას უფრო წინ აყენებდა, ვიდრე ქვეყნის ინტერესებს, თუნდაც ამ ფასად დაშლილიყო საფრანგეთის იმპერია. ოლიმპია დე გუჟის ამ მოსაზრებების უმეტესობა აისახა მის მიერ შექმნილ დეკლარაციაში, რომელიც რევოლუციის მთავარი დოკუმენტის „მამაკაცისა და მამაკაცი მოქალაქის უფლებათა დეკლარაციის“ნიმუშით არის შექმნილი, იმ განსხვავებით, რომ იგი ანიჭებს ქალებს იგივე უფლებებს, რასაც ეს უკანასკნელი ანიჭებს პრივილეგირებულ მამაკაცებს. დე გუჟი ითხოვდა ქალთა გენერალური ასამბლეის დაარსებას, რომელიც წამოჭრიდა ქალთა საკითხებსა და პრობლემებს და იმუშავებდა მამაკაცების გენრალურ ასამბლეასთან ამ პრობლემების გადასაჭრელად. დე გუჟი ასევე ითხოვდა სრულ სიტყვის თავისუფლებას ქალებისთვის, ასამბლეაში გამოსვლისას მან განაცხადა: „ქალს ხარაჩოებზე (ბარიკადებზე) ასვლის უფლება თუ აქვს, მას ასევე ტრიბუნაზე ამაღლების უფლებაც უნდა ჰქონდეს“
Source: საბედაშვილი თამარ. ქალთა უფლებების ისტორიული ასპექტები: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / თამარ საბედაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 112გვ.; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ. – ISBN 99940-871-0-X : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9