1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ქა ქე ქვ ქთ ქი ქლ ქმ ქო ქრ ქს ქუ ქც
ქალ ქამ ქან ქარ ქაშ

ქალთა ადამიანის უფლებები

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებების დაცვა საერთაშორისო აღიარებულ პრიორიტეტად იქცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, განსაკუთრებით კი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნის შედეგად და ადამიანის უფლებების დასაცავად შეიქმნა მრავალი საერთაშორისო დოკუმენტი, ქალების ადამიანურობა არ აღმოჩნდა საკმარისი მიზეზი იმისათვის, რომ მათაც ეფექტურად ესარგებლათ ამ საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცავი ინსტრუმენტებით. ამგვარად, გაეროს სისტემაშივე საჭირო გახდა სპეციალური საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, რომლებიც უშუალოდ ქალების ადამიანური უფლებების დაცვას მოემსახურებოდა, კურსის მსვლელობისას ჩვენ მიმოვიხილავთ ამ მექანიზმებს.სიტყვა „ადამიანი“ ისტორიულად იმდენად იყო კაცური შინაარსობრივი დატვირთვის მატარებელი. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ თანამედროვეობაში ეს სიტყვა ორივე სქესის აღსანიშნავად გამოიყენება, ქალებთან მიმართებაში მისი გათავისება არ ამოწურულა. გაეროს „ადამიანთა უფლებების საყოველთაო დეკლარაციის“ მიღებისას ქალებს ძალიან „გაუმართლდათ“, რომ ისინიც მოიაზრეს დეკლარაციის კონტექსტში წინა საუკუნეების მნიშვნელოვან დოკუმენტებთან შედარებით.თუმცაღა, ჩართვამ ვერ უზრუნველყო ქალები ადამიანის უფლებებითა და მათი დაცვით. ქალების ჩართვა ამ შემთხვევაში მიგვანიშნებს გაეროს მიერ ქალების ადამიანებად აღიარებაზე, მაგრამ ეს აღიარება ვერ იძენს პრაქტიკულ მნიშვნელობას, ვინაიდან დე ფაქტო ქალები დღესაც განიცდიან უფლებრივ შევიწროვებას კაცებთან შედარებით. ამგვარად, ტერმინი „ქალთა ადამიანის უფლებები“ აქცენტს სვამს ერთის მხრივ, იმ ისტორიულ დისკრიმინაციაზე, რომლის შედეგადაც ქალთა მოაზრება წარმატებულად ვერ მოხერხდა ადამიანის უფლებათა კონცეფციაში, ხოლო, მეორეს მხრივ ხაზს უსვამს ადამიანის უფლებათა დამცავი მექანიზმების ქალებზე გავრცელებაზე და პრაქტიკულად არეგულირებს ქალთა სხვადასხვა ჯგუფის (გათხოვილი ქალები, ეთნიკური უმცირესობის ქალები, გოგონები და სხვა.) უფლებებს.
Source: საბედაშვილი თამარ. ქალთა უფლებების ისტორიული ასპექტები: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / თამარ საბედაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 112გვ.; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ. – ISBN 99940-871-0-X : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9