1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

საფრაჯიზმი

Suffragism
წარმოსდგება ინგლისური სიტყვისგან Suffrage – რაც ხმის მიცემას, არჩევნებში მონაწილეობას ნიშნავს. შესაბამისად ქალებს, რომლებიც პოლიტიკური უფლებებისათვის დაწყებულ მოძრაობაში მონაწილეობდნენ საფრაჯისტები (სუფფრაგისტს) ეწოდებოდათ. იყო ასევე ქალთა პოლიტიკური უფლებებისათვის მებრძოლი რადიკალური დაჯგუფება ე.წ. საფრაჯეტები (suffragettes), რომლებიც ძირითადად საფრანგეთში მოღვაწეობდნენ და თავიანთი აგრესიულობით გამოირჩეოდნენ. მათ აგრესიული ტაქტიკა (შეხვედრების დარბევა, ფანჯრების ლეწვა) განგებ აირჩიეს, რომ მიეპყროთ საზოგადოების ყურადღება. ისინი იმდენად გავლენიანები აღმოჩნდნენ თავიანთ ქმედებაში, რომ პოპულარულ ისტორიულ მეხსიერებაში ხმის უფლებისათვის მებრძოლი ქალები სწორედ აგრესიულ ქალებთან ასოცირდებიან, მაშინ როდესაც საფრაჯისტების უმეტესობა არ იზიარებდა საფრაჯეტების მეთოდებს და სურდა მათგან გამიჯვნა.
Source: საბედაშვილი თამარ. ქალთა უფლებების ისტორიული ასპექტები: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / თამარ საბედაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 112გვ.; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ. – ISBN 99940-871-0-X : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9