1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

შა შე შვ შთ ში შლ შნ შო შრ შტ შუ
შრო

შრომის სქესობრივი გადანაწილება

ანუ შრომის გადანაწილება გენდერულად განსაზღვრულ „კერძო“ (საოჯახო) და „საზოგადოებრივ“ (საჯარო ანუ ოჯახს გარეთ) სფეროებში ანუ პროდუქციისა და რეპროდუქციის სფეროებში თეორიულად დამუშავდა განსაკუთრებით მარქსისტი, მატერიალისტი და სოციალისტი ფემინისტების მიერ XIX და XX საუკუნეებში. მათი ანალიზი ეფუძნება ფრიდრიხ ენგელსის შრომას „ოჯახის, კერძო საკუთრებისა და სახელმწიფოს წარმოშობა“ (1884), რომელმაც შემოიტანა რეპროდუქცია და ქალის შრომა მარქსის ზოგადად გენდერულად ბრმა შრომის გადანაწილების ანალიზში. თანამედროვე ფემინისტების მრავალმა კვლევამ დაადასტურა, რომ მსოფლიო მასშტაბით ქალის შრომა (მიუხედავად მისი ხასიათისა) ნაკლებად ფასობს, ვიდრე მამაკაცის. ენგელსის მიხედვით, ზედმეტი ქონების დაგროვებამ, რამაც კერძო საკუთრების გაჩენა განაპირობა, გამოიწვია ასევე ქალის სექსუალობის კონტროლი, რადგან მემკვიდრეობა არ გადასულიყო სხვის ხელში. ამან ქალი მიაჯაჭვა ოჯახს. შრომის ამდაგვარი გადანაწილება კარგად ემსახურება ინდუსტრიულ კაპიტალიზმს, რადგან კერძო ანუ ოჯახის სფეროში ქალის აუნაზღაურებელი შრომის ხარჯზე ხდება კაპიტალის დაზოგვა, მუშახელის შენახვა და გამრავლება.
Source: საბედაშვილი თამარ. ქალთა უფლებების ისტორიული ასპექტები: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / თამარ საბედაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 112გვ.; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ. – ISBN 99940-871-0-X : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9