1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ერგ ერე ერთ ერი ერო

ერი

  1. (ნაცია) ადამიანთა სოციალურ-ისტორიული ერთობის ფორმაა, რომელიც ყალიბდება ტერიტორიის, ეკონომიკური კავშირების, საერთო ეროვნული ლიტერატურული ენის, ეროვნული კულტურის ძირითად თავისებურებათა და მათთან უშუალოდ დაკავშირებული ფსიქიკური წყობის ერთობის ბაზაზე.
    Source: ღლიღვიაშვილი რევაზ. გენოციდი // ალმანახი №12, [სისხლის სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 1999.,

  2. (ნაცია) დიდი გაერთიანება ან აგლომერაცია ადამიანებისა, რომლებიც იზიარებენ მათთვის საერთო და სხვებისაგან განსხვავებულ რასობრივ, ენობრივ, ისტორიულ ან კულტურულ მემკვიდრეობას. ეს ხელს უწყობს ადამიანებს, აღიქვან თავი მათთვის ღირებულ ბუნებრივ გაერთიანებას მიკუთვნებულად: „ჩვენ ერთ ბედქვეშ ვართ და ასე უნდა გაგრძელდეს სამუდამოდ“. ერი ხალხის ერთობა, ვინც მოახდინა თვითგამორკვევა, აქვს საერთო ისტორია, ენა, კულტურა და ქვეყანა. ერი არის ხალხის, კულტურისა და ტერიტორიული მთლიანობის ყველაზე მდგრადი ორგანიზაცია. ერი არის შედარებით დიდი ჯგუფი ადამიანებისა, რომლებსაც ორგანიზებას უწევს და მართავს ერთი დამოუკიდებელი მთავრობა; აქვთ ტერიტორია, დამოუკიდებელი საელმწიფო, საერთო წეს-ჩვეულებები, წარმომავლობა და ისტორია. ერი არის ერთობა ხალხისა საერთო წარმომავლობით, ისტორიით, ენით, კულტურით და სხვა, მაგრამ არ არის აუცილებელი, მას ჰქონდეს სახელმწიფო ან ტერიტორიული საზღვრები. ერი არის კულტურულად ჰომოგენური ადამიანების ჯგუფი, უფრო დიდი, ვიდრე ტომი ან თემი, რომელიც იზიარებს საერთო ენას, ინსტიტუციებს, რელიგიას და ისტორიულ გამოცდილებას. რომ განვსაზღვროთ ნაცია/ერი, - ეს არის იმ ადამიანთა ერთობლიობა, რომელთა საერთო იდენტობა ქმნის ფსიქოლოგიურ საზღვრებს და პოლიტიკურ ერთობას
    Source: ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,– 2007.,

  3. ერთ ტერიტორიაზე მოსახლე, ერთი სისხლის, კულტურის და ენის მქონე ხალხი.
    Source: თევზაძე გიგი. ჩვენი დრო, სფინქსი და ძენონის ისარი (ცნობიერების ესთეტიკა) / [რედ.: ლ. ბერძენიშვილი] - თბ., 1993
  4. ერთობლიობა ადამიანებისა, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან საზიარო ღირებულებებითა და ტრადიციებით, საერთო ენით, რელიგიითა და ისტორიით და, ჩვეულებრივ ერთსა და იმავე გეოგრაფიულ არეალში სახლობენ.
    Source: პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9