1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ტა ტე ტვ ტი ტკ ტლ ტო ტრ ტუ
ტრა ტრე ტრი ტრო ტრუ

ტრანზიცია

  1. E. transitioning
    გულისხმობს „წინ“ მოძრაობას ერთი სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური წყობილებიდან მეორისაკენ,ტრანზიცია არ არის ქართული სიტყვა, ამ ლათინური წარმოშობის სიტყვას ფართო გამოყენება სწორედ ლათინური წარმოშობის ენებში აქვს, თუმცაღა ბოლო ათწლეულის მანძილზე ჩვენთანაც ფართო გავრცელება პოვა და თავის ლექსიკურ მნიშვნელობაზე გაცილებით მეტი შინაარსი შეიძინა. ვებსტერის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით, ტრანზიცია ნიშნავს შეცვლას, მოძრაობას ან გადასვლას ერთი პოზიციიდან, მდგომარეობიდან, სუბიექტიდან, მოსაზრებიდან მეორეზე.პოლიტიკურ გარემოში ტრანზიცია განისაზღვრა, როგორც ცვლილება ერთი სახელმწიფო წყობიდან მეორისაკენ; ეკონომიკური თვალსაზრისით, ძირითადად, სოციალიზმისა და ცენტრალიზებულად დაგეგმილი ეკონომიკიდან კაპიტალიზმისა და საბაზრო ეკონომიკისკენ, ხოლო პოლიტიკურად - ტოტალიტარიზმიდან დემოკრატიისკენ. „ტრანზიციის“ ცნებამ ჩვენს რეალობაში გარკვეული იდეოლოგიური მნიშვნელობა შეიძინა და უმეტეს შემთხვევაში პოლიტიკოსების მიერ განადგურებული მრეწველობის, მძიმე ეკონომიკური პირობების, ელექტროენრგიის მიწოდების ნაკლებობის, მზარდი უმუშევრობის, ათასობით იძულებით გადაადგილებული ადამიანის, ეთნიკური კონფლიქტებისა და სამოქალაქო ომის გასამართლებელ და საბოდიშო ტერმინად იქცა.
    Source: საბედაშვილი თამარ. ქალთა უფლებების ისტორიული ასპექტები: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / თამარ საბედაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 112გვ.; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ. – ISBN 99940-871-0-X : [ფ.ა.]
  2. ტრანს ადამიანის მიერ საკუთარი გენდერული გამოხატულების ცვლილების პროცესი მისი ბიოლოგიური სქესიდან მისთვის სასურველ სქესამდე. როგორც წესი, ადამინები ამ პროცესს იწყებენ მათ მიმართ მიმართვის ფორმების და გარეგნობის ცვლილებით. შემდგომი პროცესი შეიძლება მოიცავდეს ჰორმონების მიღებას და ქირურგიულ ოპერაციას, რათა შეიცვალონ ფიზიკური ანატომია ისე, რომ დაემთხვეს მათ გენდერულ იდენტობას. ტრანზიცია ასევე ხშირად მოიცავს ლაპარაკის მანერის და ხმის ტემბრის შეცვლას.
    Source: შესავალი ლგბტ ფსიქოლოგიაში/[რედ.: შორენა გაბუნია, ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 408 გვ.; 20 სმ. - განმარტებითი ლექსიკონი: გვ. 384-408.
  3. L. transitu - გადაადგილება, გადასვლა
    ადამიანის ბიოლოგიური სქესის შეცვლა ერთი ნაბიჯით არ შემოიფარგლება; რთული პროცესი, რომელიც დროის გრძელ მონაკვეთზე ნაწილდება. ტრანზიცია მოიცავს ზოგიერთ ან ყველა შემდგომ, პირად, ლეგალურ, სამედიცინო ცვლილებებს: ოჯახისათვის, მეგობრებისა ან/და თანამშრომლებისთვის საკუთარი გენდერული იდენტობის გაცხადება; სახელის ან/და სქესის შეცვლა საბუთებში; ჰორმონალური თერაპია; და შესაძლოა (თუმცა ყოველთვის არა) ერთი ან რამდენიმე სახის ქირურგიული ოპერაცია.
    Source: შესავალი ლგბტ ჟურნალისტიკაში/[ავტ. შორენა გაბუნია; რედ. ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 319 გვ.; 20 სმ.. - დანართები: გვ. 145-316. - განმარტ. ლექსიკონი: გვ. 3-34
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9