1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფიბ ფიზ ფილ ფინ ფის ფიტ ფიუ ფიფ ფიქ ფიჩ ფიც ფიხ

ფისკალური პოლიტიკა

  1. ეხება მთავრობის პოლიტიკას დანახარჯების, გადასახადების და სესხების შესახებ. ფისკალური პოლიტიკა უფრო პოლიტიზირებულია, ვიდრე მონეტარული შესაბამისად, ფისკალური პოლიტიკის გამოყენება მაკროეკონომიკის ერთ-ერთ ინსტრუმენტად ცოტა უფრო ნაკლებ ეფექტურია.ფისკალური პოლიტიკის ფუნდამენტურ მოსაზრებებს მივყავართ გავლენიან ბრიტანელ ეკონომისტამდე, ჯონ მეინარდ კეინსამდე, რომელიც ამბობდა, რომ არ არის აუცილებელი ფისკალური პოლიტიკა ემსახურებოდეს დაკანონებულ და დაბალანსებულ ბიუჯეტს, არამედ შეიძლება იგი გამოყენებულ იქნას ეკონომიკური ციკლების სამართავად და პროცესის გასაადვილებლად. 1960 წლამდე მიღებული იყო ე.წ. დეფიციტური გადახარჯვები, ანუ მთავრობა ხარჯავდა უფრო მეტს, ვიდრე მას შემოსავალი ჰქონდა გადასახადების სახით. ამის პრინციპი იყო ის, რომ მთავრობა ფულს დებდა ისევ ეკონომიკაში და ამით აჩქარებდა ეკონომიკური აქტივობის ტემპებს. 1964 წელს მიღებულ იქნა კენედი-ჯონსონის გადასახადების შემცირების აქტი და ამით ეს პრინციპი შეიცვალა. იმის მაგივრად, რომ დაყრდნობოდნენ გაზრდილ სამთავრობო დანახარჯებს, ეკონომისტებმა მხარი დაუჭირეს გადასახადების შემცირებას და დანახარჯების იგივე დონეზე დატოვებას, რათა წარმოქმნილიყო მასტიმულირებელი დეფიციტი. ანუ, იდეა ის არის, რომ ის პიროვნებები, რომლებსაც გადასახადების შემცირების შედეგად გაუჩნდათ ზედმეტი შემოსავალი ამ ფულს ისევ ეკონომიკაში დააბანდებენ და იგივე რეზულტატი იქნებოდა მიღწეული. ფისკალურ პოლიტიკას ახასიათებს სისტუტე, რადგან იგი არის სხვადასხვა ჯგუფების და თავად პოლიტიკოსების უზურპაციის საგანი. მაგალითად, 1966 წელს პრეზიდენტმა ჯონსონმა გადაწყვიტა არ გაეზარდა გადასახადები ვიეტნამის ომში გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად, რადგან ეს კიდევ უფრო შეასუსტებდა მისდამი სახალხო მხარდაჭერას. ასეთი ქმედებები შეიძლება რაციონალური იყოს მოკლე ვადაში, მაგრამ ჰქონდეს სავალალო შედეგები გრძელვადიან პერიოდში. ხშირად გადასახადების შემცირებას მივყავართ ეკონომიკის ზედმეტად სტიმულაციისაკენ, რასაც შედეგად ინფლაცია მოსდევს. სწორედ ეს მოჰყვა ჯონსონის გადაწყვეტილებას.
    Source: აკობია ეკა, საერთაშორისო ურთიერთობების თეორია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ეკა აკობია; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 100გვ. ; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ. - ISBN 99940-872-6-6 : [ფ.ა.]
  2. სახელმწიფოს მიერ გადასახადების და ხარჯების სფეროში მიღებული გადაწყვეტილებების ერთობლიობა.
    Source: საქართველოს საბიუჯეტო სისტემა: გზამკვლევი, - ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ - თბ.: 2007
  3. შემაფერხებელი, ინფლაციასთან ბრძოლის წარმოებისათვის მთავრობის ღონისძიებები, რომლებიც სამთავრობო შესყიდვების შემცირებისა ან წმინდა გადასახადებისკენაა მიმართული.
    Source: თეთრუაშვილი, მაია. საკუთარი ბიზნესი: დამხმ. სახელმძღვანელო/მაია თეთრუაშვილი, ზურაბ თეთრუაშვილი, ია თეთრუაშვილი. - გორი: [შიდა ქართლის საერო უნ-ტის კომპ. ცენტრი], 2008. ნაწ. 2: მთავარი სამიზნე-მოთხოვნილების დაკმაყოფილება. - 2008. - 102გვ.. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ. და გვ. 98-99. - ISBN: 978-9941-0-0748-4, 500ც.[MFN: 134201]UDC: 338.22(075.8) + 339.13 + 339.138
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9