1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

საერთაშორისო საზოგადოება ან ინგლისური სკოლა

დიდ ბრიტანეთში მთელი ცივი ომის განმავლობაში არსებობოდა სკოლა, რომელიც განსხვავებული იყო სხვა სკოლებისგან ორი გარემოებით: პირველი, ეს სკოლა არ აღიარებდა ბიჰეივიორალისტურ გამოწვევას და ხაზს უსვამდა ტრადიცულ მიდგომას და მეორე, ის უარყოფდა რაიმე მკვეთრ განსხვავებას მკაცრად რეალიზმისეულ მსოფლიო პოლიტიკის ხედვასა და მკაცრად ლიბერალურ ხედვას შორის. ამ სკოლას უწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას ან ინგლისურ სკოლას. ეს სკოლა საფუძველშივე აღიარებს ძალის მნიშვნელობას და სახელმწიფოთა სისტემას, მაგრამ მიიჩნევს, რომ ჰობსისეული ხედვა ძალიან ვიწროა. სახელმწიფოს განიხილავს როგორც კონსტიტუტციის და ძალის ერთობას. აღიარებს ინდივიდების მნიშვნელობას, ზოგჯერ სახელმწიფოზე წინაც კი აყენებს მას. ხაზს უსვამს ტრანსნაციონალურ ურთიერთობებს. უარყოფს ბიჰეივიორისტულ მიდგომას, უპირატესობას ანიჭებს ადამიანურ ელემენტს, ანალიზს, ნორმებს და ისტორიას. უარყოფს მკაცრ დაყოფას რეალისტურ, თუ ლიბერალურ ხედვებს შორის. ამახვილებს ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ მსოფლიო პოლიტიკა არის სახელმწიფოთა მსოფლიო, მაგრამ ამავე დროს ადამიანების მსოფლიო.
Source: აკობია ეკა. საერთაშორისო ურთიერთობების თეორია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ეკა აკობია; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9