1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

სავალუტო კურსი

მარტივად რომ ვთქვათ აღნიშნავს, თუ რამდენად შეიძლება გავცვალოთ ერთი ვალუტა მეორეზე. სავალუტო კურსი განისაზღვრება ამათუ იმ ვალუტაზე მოთხოვნის დონით და ამ ვალუტის მიწოდების დონით. სავალუტო კურსს აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა მთავრობებისათვის. ისინი გამოიყენებენ რამოდენიმე საშუალებას რათა ზეგავლენა იქონიონ ვალუტის კურსზე. ერთ-ერთი არის მუდმივი/ მყარი სავალუტო კურსის (fixed exchange rate) დაწესება. ტიპიურად, ასეთი კურსის შენარჩუნებას ჭირდება მთავრობის მნიშვნელოვანი ჩარევა ვალუტის ბაზარზე, რათა ეს კურსი შენარჩუნებული იქნას. მუდმივი გაცვილითი კურსის პოლიტიკა ტარდებოდა მსოფლიოს უმეტეს ნაწილში 1958 წლიდან 1973 წლამდე და პირველ მსოფლიო ომამდეც ორმოცი წლის განმავლობაში. ამის საპირისპირო არის მოტივტივე გაცვლითი კურსი (floating exchange rate), რომლის მიხედვითაც ვალუტის ფასი განისაზღვრება ბაზრის მიერ მთავრობის ჩაურევლად. დღევანდელი მდგომარეობა ძალიან რთულია. 50-მდე ქვეყნას აქვს ასე თუ ისე მოტივტივე გაცვილითი კურსის პოლიტიკა ანუ, მთავრობები დროდადრო ერევიან ბაზრის საქმიანობაში, რომ ზემოქმედება მოახდინონ გარკვეულ პროცესებზე. 20-მდე ქვეყანას აქვს პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს მუდმივ გაცვლით კურსს ქვეყნების ჯგუფებთან მიმართებაში. ქვეყნების უმრავლესობას კი (სუსტი და პატარა სახელმწიფოები) მიმაგრებული აქვთ თავიანთი ვალუტის ღირებულება სხვა უფრო ძლიერ ვალუტასთან. ამასთან, მნიშვნელოვანია განვასხვაოთ მყარი (სტაბილური და უსაფრთხო, რომელიც გამოიყენება საერთაშორისო ტრანსაქციების დროს) და სუსტი (გამოიყენება მხოლოდ ქვეყნის შიგნით) ვალუტის ტიპები.
Source: აკობია ეკა. საერთაშორისო ურთიერთობების თეორია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ეკა აკობია; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9