1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ერგ ერე ერთ ერი ერო

ერი სახელმწიფო

  1. E. nation state
    პოლიტიკური საქონლისა და მომსახურების საწარმოებლად არსებობენ. ამ პოლიტიკურმა ერთეულებმა თავიანთი მოქალაქეები უნდა უზრუნველყონ უსაფრთხოებით, ეკონომიკური საქმიანობის დაწყების შესაძლებლობით, განათლებით, საკანონმდებლო ჩარჩოთი, რომლის ფარგლებში ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და სამართლის აღსრულება მოხდება, სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფრასტრუქტურით (მაგალითად, გზები). სახელმწიფოს განვითარების კვალობაზე ეს სია, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს, მაგრამ ეს ის მინიმუმია, რომელსაც თანამედროვე ერი-სახელმწიფო მეტ-ნაკლებად უნდა აკმაყოფილებდეს.
    Source: ბახტაძე რევაზ. არშემდგარი სახელმწიფო // ახალი აზრი,- №4 (10), – პოლიტიკური კვლევების ცენტრი- 2003,,

  2. სახელმწიფო, რომელშიც დომინირებს ერთი ეროვნული იდენტობა და რომელსაც გაჩნია სუვერენული მთავრობა. ერ-სახელმწიფოების მაგალითს წარმოადგენენ განვითარებული ქვეყნები, მაგ.: საფრანგეთი, გერმანია, აშშ (სადაც დომინანტი ერებია, შესაბამისად, ფრანგი, გერმანელი, ამერიკელი); ასევე კანადა და ბელგია, სადაც ერთდროულად ორი დომინანტი ერი არსებობს. ერი-სახელმწიფოები განსხვავდებიან იმის მიხედვით, თუ როგორ არის გაგებული მათთან ერის ცნება და როგორ არის ჩამოყალიბებული ეროვნული იდენტობა. გენასხვავებენ ერის გაგების გერმანულ და ფრანგულ მოდელს.
    Source: ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,– 2007.
  3. სუვერენული პოლიტიკური გაერთიანება, რომელშიც მოქალაქეობა და ეროვნება ურთიერთს ფარავს; ერთი ერი ერთ სახელმწიფოში.
    Source: პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9