1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

თა თე თვ თო თუ
თავ თაი თაკ თალ თამ თან თარ თაყ

თავდასხმისა და თავდაცვის ბალანსი

ზოგიერთი თეორეტიკოსები, მაგალითად, როგორიცაა რობერტ ჯერვისი, ჯეკ სნაიდერი და სტივენ ვან ევერა ყურადღებას ამახვილებენ ერთგვარ სტრუქტურულ კონცეფციაზე, რომელსაც უწოდებენ თავდასხმისა და თავდაცვის ბალანსს (offensedefense balance). ამ იდეის დედააზრი ის არის, რომ სამხედრო ძლიერება ნებისმიერ დროს შეიძლება იქნეს კლასიფიცირებული ან თავდასხმის სასარგებლოდ, ან თავდაცვის სასარგებლოდ. თუ თავდაცვას აქვს ნათელი უპირატესობა თავდასხმასთან შედარებით დაპყრობის წარმოება არის უფრო რთული და შესაბამისად დიდ სახელმწიფოებს აქვთ ნაკლები მოტივი, რომ გამოიყენონ ძალა. ამის ნაცვლად ისინი ყურადღებას გადაიტანენ იმის შენარჩუნებაზე, რაც მათ უკვე გააჩნიათ. და პირიქით, თუ თავდასხმა არის უფრო იოლი, სახელმწიფოები განიცდიან ცდუნებას დაიპყრონ ერთმანეთი ძლიერების გაზრდის მიზნით. ეს ხდება სისტემაში უამრავი ომების გამომწვევი მიზეზი. ვან ევერას მიხედვით, ომის საშიშროება არის უფრო მაღალი როდესაც დაპყრობის წარმოება არის ადვილი და შესაბამისად ცვლილება თავდასხმისა და თავდაცვის ბალანსში დიდ ზეგავლენას ახდენს ომის ალბათობაზე. იგი გამოჰყოფს ომის გამომწვევ 10 მიზეზს, როდესაც თავდასხმა არის დომინანტური: 1. ოპორტუნისტური ექსპანსია; 2. თავდაცვითი ექსპანსია; 3. თავდასხმისაგან აქტიური თავისდაცვა; 4. პირველი დარტყმა უფრო მომგებიანია - პრევენტიული ომების საშიშროება; 5. მეტი შანსები - მეტი სირთულეები; 6. დიპლომატიური ტაქტიკები რომლებიც ომის გამომწვევ მიზეზებად გვევლინებიან; 7. სახელმწიფოები ნაკლებად შედიან მოლაპარაკებებში და აღწევენ უფრო ნაკლებ შეთანხმებებს; 8. სახელმწიფოები უფრო გასაიდუმლოების პოლიტიკას მისდევენ; 9. სახელმწიფოები უფრო აქტიურ და სწრაფ შეიარაღებას ეწევიან; 10. თავდასხმა უფრო და უფრო ადვილდება. ვან ევერა ფიქრობს, რომ თავდასხმისა და თავდაცვის ბალანსის ცვალებადობაზე ზეგავლენას ახდენს შემდეგი ფაქტორები: სამხედრო ტექნოლოგია და დოქტრინა, გეოგრაფია, ეროვნულ-სოციალური სტრუქტურა და დიპლომატიური გარემოებები (კერძოდ, თავდაცვითი ალიანსები და დამაბალანსებელი აქტები ხმელეთსგაღმა ძლიერი სახელმწიფოების მიერ). თავდასხმისა და თავდაცვის ჯამური ბალანსი ამ ფაქტორების საერთო ჯამზეა დამოკიდებული.
Source: აკობია ეკა. საერთაშორისო ურთიერთობების თეორია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ეკა აკობია; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9