1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ევა ევგ ევთ ევრ ევქ

ევროკომისია

  1. ევროკომისია წარმოადგენს ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოს. მის წევრებს, რომელთა დანიშვნაც ხდება ეროვნული მთავრობის მიერ, არავითარი ვალდებულება არ აკისრიათ მათ წინაშე. კომისიის წევრთა მთელი ძალისხმევა მიმართულია ევროკავშირის როგორც ერთი მთლიანობის ინტერესებისკენ. კომისიის თითოეული წევრი მოცემულ თანამდებობაზე დანიშვნისას წარმოთქვამს საზეიმო დეკლარაციას.
    ევროკომისია შედგება წევრი ქვეყნების წარმომადგენლებისგან, ქვეყანების გარკვეული ნაწილი ევროკომისიაში წარმოდგენილია ორი კომისიის წევრით, ხოლო დანარჩენი - ერთით. მოცემულ თანამდებობაზე დანიშვნა ხდება მინისტრთა საბჭოს მიერ 5 წლის ვადით ეროვნულ მთავრობათა წარდგენით. შესაძლებელია კომისიის წევრის ხელახალი დანიშვნა. ტრადიციულად კომისიის წევრთა ერთი ნაწილი ოთხწლიანი ვადის გასვლის შემდეგ ხელახლა ინიშნება, ნაწილი კი - იცვლება ახალი კანდიდატებით. კომისიის წევრთა უმრავლესობას შეადგენენ პოლიტიკოსები, რომლებიც წევრ ქვეყანაში წარმოადგენენ მმრთველ პარტიას. რაც შეეხება გაერთიანებულ სამეფოს - ტრადიციულად მისი კანდიდატებიდან ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია. მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატებს მოქმედი პრემიერ მინისტრი ირჩევს, კომისიის წევრების მცირე ნაწილს შეადგენენ უფროსი ადმინისტრატორები, კავშირების ლიდერები და ბიზნესმენები.
    Source: საერთაშორისო ორგანიზაციების ზოგადი მიმოხილვა და მათი თანამშრომლობა.– საქართველოსთან ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია,–თბ.,– 2005
  2. მოიაზრება როგორც ევროკავშირის საჯარო სამსახური, თუმცა წლების განმავლობაში მან აჩვენა, რომ მისი როლი ევროკავშირის განვითარებაში ძალიან დიდია. ევროკომისია მიიჩნევა ევროკავშირის ინტეგრაციის მთავარ მამოძრავებელ ძალად. კომისია არის პოლიტიკის და წინადადებების შემომთავაზებელი კომისიას აქვს უფლება წამოაყენოს ევროკავშირის განვითარების და წინსვლის ინიციატივები, ანუ დაგეგმოს ინტეგრაციის ახალი მიმართულებები. როგორც წესი, კომისია ფლობს ექსკლუზიურ უფლებას დაგეგმოს პოლიტიკა და შეიმუშაოს კანონპროექტები პირველი საყრდენის ქვეშ. კომისიას ასევე აქვს უფლება მეორე და მესამე საყრდენების ქვეშ შემოიტანოს კანონპროექტი მაგრამ ეს უფლება ძალზედ შეზღუდულია და, როგორც წესი, მისი გამოყენება ხდება სახელმწიფოებთან შეთანხმებით, რადგან, როგორც ცნობილია, ამ საყრდენების ქვეშ კანონმდებლობის წარმოება არ ხდება.კომისია ხშირად მიმართავს ექსპერტების რჩევას, იქნებიან ეს ექსპერტები სახელმწიფოებიდან, თუ სხვადასხვა პანევროპული, თუ ტრანსევროპული კავშირებისა და ორგანიზაციებისგან. ამ მიმართვას რამდენიმე ფორმა აქვს.
    Source: კაპანაძე სერგი. ევროკავშირის პოლიტიკა: სალექციო კურსი სოციალ. მეცნ. მაგისტრატურისათვის / სერგი კაპანაძე; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9