1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ევა ევთ ევრ ევქ

ევროკავშირის საბჭო

ასევე მინისტრთა საბჭო ეწოდება, არის ევროკავშირის ძირითადი საკანონმდებლო ორგანო. მინისტრთა საბჭოს შემადგენლობაში შედიან წევრი სახელმწიფოების მინისტრები. იმისდა მიხედვით, თუ რა საკითხი განიხილება საბჭოს სხდომაზე, შესაბამისი მინისტრი წარმოადგენს თითოეულ ქვეყანას (საგარეო საქმეთა, ფინანსთა, სოციალური საკითხების, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის, და ასე შემდეგ). საბჭოს ექვსი თვის ვადით ხელმძღვანელობს ერთი წარმომადგენელი თითოეული წევრი სახელმწიფოდან. საბჭოს საქმიანობას ამზადებს მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი, ე.წ. კორეპერი (COREPER), რომელიც შედგება წევრი სახელმწიფოების მიერ ბრიუსელში წარგზავნილი სპეციალური წარმომადგენლებისა და მათი დამხმარეებისაგან.
Source: კაპანაძე სერგი. ევროკავშირის პოლიტიკა: სალექციო კურსი სოციალ. მეცნ. მაგისტრატურისათვის / სერგი კაპანაძე; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9