1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ერგ ერე ერთ ერი ერო

ეროვნება

  1. ერის, ხალხის გამაერთიანებელი სახელი. ეროვნული წარმომავლობა, წარმოშობა; რომელიმე ერისადმი განკუთვნება. სამართლებრივი თვალსაზრისით, ეროვნება და მოქალაქეობა ყოველთვის არ არის იდენტური. ეროვნული კუთვნილება მოქალაქეობის არმქონე პირებსაც აქვთ. არის ქვეყნები, სადაც მოქალაქეობასა და ეროვნებას შორის, სამართლებრივი თვალსაზრისით, არავითარი განსხვავება არ არის.
    Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.,

  2. ცნება სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვაგვარად გაიგება. კავკასიურ, კოლექტიურ კულტურაში, ეთნოსისა და ეროვნების ცნებები ერთმანეთთან ძალიან ახლოს დგას, თუმცა დასავლური კულტურა განასხვავებს ამ ცნებებს. დასავლურ (ევროპულ და ამერიკულ) მეცნიერებაში ეროვნება უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე ეთნოსი და უახლოვდება ერის გაგებას; ანუ, დასავლური გაგებით, ეროვნება შეიძლება აღნიშნავდეს და მოიცავდეს პიროვნების მოქალაქეობას, ეთნიკურ წარმომავლობას, სახელმწიფოებრიობას, ენას და სხვა ფაქტორებს.
    Source: ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,– 2007.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9