1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ევა ევგ ევთ ევრ ევქ

ევროპარლამენტი

  1. შეიქმნა პარიზის ხელშეკრულებასთან ერთად, თუმცა სახელი ევროპარლამენტი ეწოდა მხოლოდ 1962 წელს. 1979 წლიდან ევროპარლამენტი არის არჩევითი და მის არჩევაში მონაწილეობს ევროკავშირის ყველა მოქალაქე. არჩევნების სისტემა ყველა სახელმწიფოში განსხვავებულია, თუმცა არჩევნები დროის ერთ მონაკვეთში ტარდება და ყველა ქვეყანაში შედეგებიც ერთდროულად ქვეყნდება. უკანასკნელი არჩევნების შედეგად (2004 წლის 10-13 ივნისი) არჩეული იქნა 732 ევროპარლამენტარი. ძირითადად, ხმის მიცემა ხდებოდა პროპორციული წესით, დ’ონდტის მეთოდის გამოყენებით. ეს მეთოდი გამორჩეულია იმით, რომ მასში მაქსიმალურადაა გათვალისწინებული მცირე პარტიების უფლებები. იტალიაში გამოიყენებოდა ღია სიები, დიდ ბრიტანეთში კი დახურული სიები (ინგლისი, უელსი და შოტლანდია) და ერთჯერადი გადატანითი ხმების (single transferrable votes) სისტემა. პარლამენტი და კანონმდებლობა: 1) მონაწილეობას იღებს კონკრეტული პოლიტიკის მიღებაში. საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებაში მონაწილეობს კომისიასთან ერთად, ხშირად არაფორმალურად, ხშირად კი კომისია ეკითხება რჩევას; 2) პარლამენტს თავად შეუძლია იყოს კანონპროექტის ინიციატორი. ეს შესაძლებელია ორ შემთხვევაში: ა) საინიციატივო მოხსენებები. პარლამენტს შეუძლია გამოვიდეს საინიციატივო მოხსენებით, თუმცა კომისია არაა ვალდებული რეაგირება მოახდინოს მათზე. მიუხედავად ამისა, ხშირად კომისია ითვალისწინებს პარლამენტის აზრს; ბ) მაასტრიხტის ხელშეკრულების 192-ე მუხლის მიხედვით პარლამენტს შეუძლია მოთხოვოს კომისიას წარმოადგინოს მოხსენება, თუ ხმების უმრავლესობით მიიჩნევს, რომ ამგვარი წინადადება ხელშეკრულების შესასრულებლად აუცილებელია.
    Source: კაპანაძე სერგი. ევროკავშირის პოლიტიკა: სალექციო კურსი სოციალ. მეცნ. მაგისტრატურისათვის / სერგი კაპანაძე; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
  2. მისი მიზანია მოახდინოს ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციების დემოკრატიული კონტროლი და დააკისროს მათ პასუხისმგებლობა, თუმცა მისი ძალაუფლება საკმაოდ შეზღუდულია. იგი არ წარმოადგენს გაერთიანების საკანონმდებლო ორგანოს და მის სტატუსს ვერ შევადარებთ წევრ სახელმწიფოთა ეროვნული პარლამენტების სტატუსებს. ევროპარლამენტი არის ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანების ასამბლეის მემკვიდრე, რომელიც დაარსდა სტრასბურგში, როგორც მრჩეველთა ორგანო.
    ევროპარლამენტის წევრების არჩევა ხდება 5 წლიანი ფიქსირებული ვადით. ბოლო არჩევნები ჩატარდა 2004 წელს. რომის ხელშეკრულების 138-ე მუხლის თანახმად ყოველ წევრ სახელმწიფოში უნდა მოქმედებდეს ერთიანი საარჩევნო სისტემა. 1982 და 1993 წლებში პარლამენტმა თავად წარმოადგინა ამგვარი სისტემა, მაგრამ მინისტრთა საბჭომ ვერ მიიღო ეს წინადადება უმეტესწილად იმ მიზეზით, რომ ბრიტანეთის მაშინდელ მთავრობას არ სურდა პროპორციული წარმომადგენლობის სასარგებლოდ მისი არსებული სისტემის დათმობა. ამრიგად, ჩატარდა ოთხი პირდაპირი არჩევნები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მოქმედი სხვადასხვა საარჩევნო სისტემის მეშვეობით, თუმცა ყველა, გარდა ბრიტანეთისა იყენებდა პროპორციული წარმომადგენლობის ვარიანტებს. 1997 წლის მაისში ბრიტანეთში არჩეულმა ლეიბორისტულმა მთავრობამ განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოც მიიღებდა პროპორციულ წარმომადგენლობას 1999 წლის ივნისისთვის დაგეგმილ შემდგომი ევროპარლამენტის არჩევისთვის. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები ჩატარდა 15 სხვადასხვა სისტემის მიხედვით პირველი ევროპარლამენტარები სწორედ პროპორციული წარმომადგენლობის წესით იქნენ არჩეულნი.
    ევროპარლამენტარები ქმნიან არა ეროვნულ დელეგაციებს, არამედ მრავალეროვნულ პოლიტიკურ ჯგუფებს. 1999 წლის არჩევნების შემდეგ ევროპარლამენტში 7 ასეთი ჯგუფია, ხოლო 27-მა პარლამენტარმა ამჯობინა არ გაერთიანებულიყო არც ერთ ჯგუფში
    Source: საერთაშორისო ორგანიზაციების ზოგადი მიმოხილვა და მათი თანამშრომლობა.– საქართველოსთან ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია,–თბ.,– 2005
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9