1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კოგ კოდ კოი კოკ კოლ კომ კონ კოო კორ კოს კოშ კოჰ

კორეპერი

ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი.საბჭოს მოტორად ითვლება, რადგან სწორედ აქ წყდება საკითხთა უმრავლესობა საბჭოს შეხვედრამდე.კორეპერი იკრიბება ყოველ კვირას ორ დონეზე, კორეპერ I-ში იკრიბებიან მუდმივ წარმომადგენელთა მოადგილეები, ხოლო კორეპერ II-ში მუდმივი წარმომადგენლები. დაახლოებით 70 პროცენტი იმ საკითხებისა, რაც განიხილება საბჭოს სხდომებზე წინასწარ გვარდება და თანხმდება კორეპერების ქვემოთა დონეზე, სადაც სამუშაო ჯგუფები არის შექმნილი. შედეგად რჩება 30 პროცენტი საკითხებისა, რომლებიც არ განიხილება სამუშაო ჯგუფების დონეზე. აქედან უმრავლესობას აგვარებს კორეპერ II-ის შეხვედრა, თუმცა ხშირად რჩება საკითხები, რომელთა შეთანხმება არ ხერხდება მუდმივ წარმომადგენელთა დონეზე, შესაბამისად ეს საკითხები განიხილიება უკვე საბჭოს სხდომაზე. კორეპერის შემადგენლობაში მოქმედებენ სხვადასხვა დარგობრივი კომიტეტები, რომლებშიც შედიან სპეციალისტი საჯარო მოხელეები. ამ დარგობრივ კომიტეტებს ემსახურება საბჭოს სამდივნო, რომელშც დაახლოებით 2000 კაცი მსახურობს. ისინი გაერთიანებულნი არიან 170 სამუშაო ჯგუფში. ყოველდღე, დაახლოებით 300-400 ოფიციალური პირი ეროვნული ბიუროკრატიებიდან იკრიბება საბჭოს შენობაში სხვადასხვა და მართავს შეხვედრებს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით.
Source: კაპანაძე სერგი. ევროკავშირის პოლიტიკა: სალექციო კურსი სოციალ. მეცნ. მაგისტრატურისათვის / სერგი კაპანაძე; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9