1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მაგ მავ მაზ მათ მაი მაკ მალ მამ მან მაჟ მარ მას მატ მაუ მაფ მაქ მაღ მაყ მაძ მაჰ

მაკშარის რეფორმა

ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ რეფორმად ითვლება საერთო აგრარული პოლიტიკის ისტორიაში, იყო 1992 წელს განხორციელებული მაკშარის რეფორმა. ამ რეფორმამ სახელი მიიღო დელორის კომისიაში სოფლის მეურნეობის კომისრის რეი მაკშერის სახელისგან. 1992 წელს ევროგაერთიანების სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ ბურღულეულზე გარანტირებული ფასები შეემცირებინათ 29 %-ით მომდევნო სამ წელიწადში და ასევე მოეხდინათ სხვა აგრარული ნაწარმის ფასების შემცირება. ამავდროულად, დაიწყო პარალელური პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა სოფლის მეურნეობის განვითარებას და ხელს უწობდა ადრე პენსიაზე გასვლას, რეფორესტაციას და ფერმინგის უფრო ორგანული ფორმების განვითარებას.
Source: კაპანაძე სერგი. ევროკავშირის პოლიტიკა: სალექციო კურსი სოციალ. მეცნ. მაგისტრატურისათვის / სერგი კაპანაძე; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9