1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

საერთო ბაზარი

იდეა წარმოიშვა რომის ხელშეკრულების დროს. მაშინ საუბარი იყო ოთხი თავისუფლების მოძრაობაზე, კანონმდებლობის დაახლოებაზე და კონკურენციის საერთო პირობების შექმნაზე. თუმცა, ევროგაერთიანების თავდაპირველი მიზანი იყო საბაჟო კავშირის დამყარება და არა საერთო ბაზრის შექმნა, რადგან 1950-იან წლებში წევრი სახელმწიფოები არ იყვნენ დაინტერესებულნი ვაჭრობისთვის ხელისშემშლელი ტექნიკური ბარიერების მოშორებით და უფრო მეტად აინტერესებდათ ტარიფების შემცირების და გაუქმების საკითხი.
Source: კაპანაძე სერგი. ევროკავშირის პოლიტიკა: სალექციო კურსი სოციალ. მეცნ. მაგისტრატურისათვის / სერგი კაპანაძე; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9