1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

სანტა მარია დე ფეირას ევროპული საბჭო

2000 წლის ივნისი. ამ შეხვედრაზე წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ სამოქალაქო „მთავარ ამოცანაზე,“ ანუ ესდპ-ს სამოქალაქო კომპონენტის განვითარებაზე. ისინი შეთანხმდენ, რომ 2003 წლისთვის კავშირის განკარგულებაში იქნებოდა 5000-მდე პოლიციელი კრიზისული სიტუაციების დასაძლევად. მაშასადამე, სენტ მალომ და შემდგომმა ევროპულმა საბჭოებმა საფუძველი ჩაუყარა საერთო თავდაცვას, ანუ ევროპის უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკას (ეუთპ), რომელიც ფორმალურად შეყვანილ იქნა ევროპის ინსტიტუტებში ნიცის ხელშეკრულების მიერ. ნიცის ხელშეკრულებამ ასევე შექმნა ეუთპ-ს სტრუქტურა, რადგან შეიქმნა სამი ახალი კომპონენტი: პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტი (PSC – COPS - პუკ), ევროკავშირის სამხედრო კომიტეტი (ესკ), ევროკავშირის სამხედრო შტაბი (ესშ).
Source: კაპანაძე სერგი. ევროკავშირის პოლიტიკა: სალექციო კურსი სოციალ. მეცნ. მაგისტრატურისათვის / სერგი კაპანაძე; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9