1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სეგ სევ სეზ სეი სეკ სელ სემ სენ სეპ სერ სეს სეფ სექ სეც

სენტ მალოს ევროპული საბჭო

სენტ მალო ისტორიაში შესულია როგორც გადამწყვეტი მომენტი ევროკავშირის საერთო თავდაცვის აღორძინების საქმეში. კატალიზატორად იმ პროცესისა, რომელიც დაიწყო სენტ მალოში და, რომელიც დღემდე გრძელდება, იყო იუგოსლავიის დაშლა და თანმდევი სისხლიანი ომები, რომლის დარეგულირების და, თუნდაც თავიდან აცილების საკითხში, ევროპამ ძალიან სუსტი როლი ითამაშა. თვალნათელი გახდა, რომ ევროპა აბსოლუტურად არაქმედითუნარიანი იყო სამხედრო საკითხებში და, როგორც ცივი ომის პერიოდში, იგი ახლაც ამერიკის და ნატოს შემყურე უნდა ყოფილიყო. სწორედ ამ საქვეყნოდ გამოაშკარავებული უძლურობის გამო გადაწყვიტა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრა ტონი ბლერმა რომ დრო იყო ევროპას განევითარებინა საკუთარი სამხედრო შესაძლებლობები, რათა საკადრისი სიტყვა ეთქვა საერთაშორისო არენაზე. ეს იყო ბრიტანეთის პოლიტიკის 180 გრადუსით შემობრუნება, ვინაიდან წარსულში დიდი ბრიტანეთი სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ევროპის მიერ ავტონომიური სამხედრო მექანიზმების შექმნას. სენტ მალოს სამიტი წარმოადგენდა 1998 წლის არაფორმალური შეხვედრა პრეზიდენტ შირაკსა და ბლეარს შორის, რომლის შედეგადაც გამოიცა სენტ მალოს დეკლარაცია. ამ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ დროა ევროპამ შესაფერისი როლი შეასრულოს საერთაშორისო არენაზე. მან უნდა „აამუშაოს ამსტერდამის ხელშეკრულებაში ჩადებული დებულებები სსუპ-ს სფეროში, თანდათანობით საერთო თავდაცვის პოლიტიკის ჩარჩოების განვითარების ჩათვლით“. საბჭოს უნდა შეეძლოს იმ პრინციპების და მიზნების განხორციელება რაც მეხუთე თავშია მოცემული. ამისათვის „ევროკავშირს უნდა ჰქონდეს ავტონომიური მოქმედების უნარი, რომელსაც ზურგს გაუმაგრებს საიმედო სამხედრო ძალა, უნდა ჰქონდეს ამ ძალის ამოქმედების და გადაწყვეტილების მიღების საშუალება და მზადყოფნა, რათა უპასუხოს საერთაშორისო კრიზისებს“. დეკლარაცია ხაზს უსვამს ნატოს შეუცვლელ როლს ევროპის თავდაცვის სფეროში და რომ ევროპამ უნდა თავისი წვლილი შეიტანოს ნატოს მოდერნიზაციის საქმეში. მაგრამ, ევროპას ასევე უნდა ჰქონდეს „მოქმედების საშუალება ისეთ სიტუაციებში სადაც ალიანსი არ არის ჩაბმული“. ევროპას სჭირდება ძლიერი არმია, კონკურენტუნარიანი ევროპული თავდაცვის ინდუსტრია და ტექნოლოგია რათა უპასუხოს ახალ საფრთხეებს. სენტ მალოშივე საფრანგეთმა და ბრიტანეთმა დააფიქსირა რომ ისინი გააერთიანებდნენ ძალისხმევას რათა მისცენ ევრო კავშირს ამ მიზნების განხორციელების კონკრეტული შესაძლებლობები. სენტ მალოს შემდეგ მოვლენები ძალიან სწარაფად განვითარდა სსუპ სფეროში. საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში განსაკუტრებით მნიშვნელოვანი იყო სამი ევროპული საბჭო.
Source: კაპანაძე სერგი. ევროკავშირის პოლიტიკა: სალექციო კურსი სოციალ. მეცნ. მაგისტრატურისათვის / სერგი კაპანაძე; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9