1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ბა ბდ ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ ბჰ
ბუდ ბუთ ბუნ ბურ ბუღ

ბუნტარული ფემინზმი

(მულტიკულტურული, მამაკაცთა, სოციალური კონსტრუქციის, პოსტმოდერნისტული, ჰომოსექსუალთა და სხვ.) იმ პროცესებისა და სიმბოლოების დეკონსტრუქციას ახდენს, რომლებიც, მათი აზრით, გენდერული ასიმეტრიის საფუძველს წარმოადგენენ. ბუნტარული ფემინიზმი არსებული გენდერული საზოგადოებრივი წესრიგის კრიტიკით გამოდის და ეჭვქვეშ აყენებს მის საფუძველს - კაცობრიობის ორ სქესად დაყოფას. ე.წ. „ბუნტარული ფემინიზმი“ ილაშქრებს უშუალოდ არსებული გენდერული სტრუქტურის წინააღმდეგ. მათი აზრით საჭიროა სქესი წარმოჩინდეს მთელი თავისი მრავალფეროვანი კატეგორიებით და იმ ფარული საზღვრების გათვალისწინებით, რომლებიც არსებობს მამაკაცებსა და ქალებს, მდედრობითსა და მამრობითს, ჰეტეროსექსუალებსა და ჰომოსექსუალებს შორის. აყენებენ რა ეჭვქვეშ მამაკაცისა და ქალის, ჰეტეროსექსუალობისა და ჰომოსექსუალობის, მასკულინურისა და ფემინურის, მდედრობითისა და მამრობითის დუალობას ისინი მართებულად არ თვლიან რომელიმე ჯგუფისათვის რაიმე სამართლებრივი უპირატესობის მინიჭებას სხვასთან შედარებით. ისინი გენდერს რასობრივ, ეთნიკურ, რელიგიურ, სოციალურ კლასთან, სექსუალურ ორენტაციასთან კონტექსტში განიხილავენ. მათი მტკიცებით არსებულმა გენდერულმა სოციალურმა წესრიგმა ისევე შეიძლება დააპირისპიროს მამაკაცი მამაკაცთან როგორც მამაკაცი ქალთან. ერთი და იმავე რასობრივი და ეთნიკური ჯგუფის, ან ეკონომიკური სტრუქტურის მამაკაცებსა და ქალებს გაცილებით უფრო მეტი აქვთ საერთო, ვიდრე სხვადასხვა ჯგუფის მამაკაცებს ან ქალებს. არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მამაკაცები და ქალები, გეები და ლესბოსელები, რომლებსაც სოლიდარობის გამძაფრებული გრძნობა აქვთ, ქმნიან კოალიციას, ერთად იბრძვიან თავიანთი უფლებებისათვის, მუშაობენ შიდსის თავიდან ასაცილებლად და ა. შ.
Source: კიკნაძე თამარ, დონაძე ნათელა. გენდერი-სოციალური და პოლიტიკური სწავლებანი / თამარ კიკნაძე, ნათელა დონაძე; [რედ. ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9