1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფედ ფეთ ფეი ფელ ფემ ფენ ფეო ფერ ფეს ფეტ ფეც ფეხ

ფემინიზმის სოციალისტური მიმდინარეობა

მარქსისტული და ფემინისტური შეხედულებების სინთეზი მოახდინა. ქალთა დისკრიმინაციის ძირითად მიზეზებად აქ კერძო საკუთრება და საზოგადოების კლასობრივი სტრუქტურა იქნა მიჩნეული. ამგვარ იდეებს ჯერ კიდევ XIX საუკუნეში გამოთქვამდა ფ.ენგელსი ნაშრომში „ოჯახის, კერძო საკუთრებისა და სახელმწიფოს წარმოშობა“. თუმცა ფ.ენგელსისაგან განსხვავებით, რომელიც დაუშვებლად მიიჩნევდა პროლეტარულისაგან განცალკევებული, განსაკუთრებული ქალთა მოძრაობის არსებობას, სოციალისტური ფემინისტები დაჟინებით მოითხოვდნენ ქალთა პრობლემების კლასობრივი და ზოგადი სოციალური პრობლემებიდან ცალკე გამოყოფას.
Source: კიკნაძე თამარ, დონაძე ნათელა. გენდერი-სოციალური და პოლიტიკური სწავლებანი / თამარ კიკნაძე, ნათელა დონაძე; [რედ. ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9