იმ საერთო სოციალური პოლიტიკის ნაწილია, რომელიც სახელმწიფოს სოციალურ პროგრამებსა და პრაქტიკაშია ხორცშესხმული. იგი საზოგადოებაში არეგულირებს ურთიერთობებს მოსახლეობის ძირითადი სოციალური ჯგუფების ინტერესების გათვალისწინებითა და საშუალებით.სახელმწიფო პოლიტიკას ქალთა საკითხში აუცილებლად უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი მიმართულება, ვინაიდან იგი ქალების – დიდი, სპეციფიკური და მნიშვნელოვანი პრობლემების მქონე სოციალურ-დემოგრაფიული ჯგუფის – ინტერესებს ეხება და მათ სამართლებრივ და სოციალურ სტატუსს აყალიბებს; განსაზღვრავს და აწესრიგებს აგრეთვე მათ ურთიერთობებს საზოგადოებასთან. სახელმწიფო პოლიტიკას ქალთა საკითხში კონკრეტულ-ისტორიული ხასიათი აქვს. ის დამოკიდებულია პოლიტიკური რეჟიმის ხასიათზე, სახელმწიფოსა და საზოგადოებაში დემოკრატიის დონეზე, სახელმწიფო პოლიტიკის სუბიექტების, უპირველეს ყოვლისა კი, პოლიტიკური ელიტის, მიერ ქალთა საკითხის არსის გაგებასა და მათ პოზიციაზე.
Source: კიკნაძე თამარ, დონაძე ნათელა. გენდერი-სოციალური და პოლიტიკური სწავლებანი / თამარ კიკნაძე, ნათელა დონაძე; [რედ. ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006