ადამიანთა ურთიერთქმედება გარკვეულ ეკონომიკურ, სოციალურ და სულიერ პირობებში. საზოგადოება სოციალური ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების სისტემაა. ინგლისელმა სოციოლოგმა თომას ბოტომერმა იგი განსაზღვრა როგორც ხალხის დიდი ერთობა, რომელიც სოციალური ორგანიზაციის კომპლექსურ ნიმუშში ერთობლივად ახორციელებს სოციალურ ცხოვრებას. საზოგადოება დინამიკური სისტემაა, ანუ თავისი ქვესისტემების (ეკონომიკურის, სოციალურის, პოლიტიკურის და სხვ.) მუდმივ განვითარებას განიცდის. ადამიანი საზოგადოებაში ჯგუფის (ან ჯგუფების) საშუალებით შედის (სამეცნიერო, სამრეწველო, სასკოლო, საუნივერსიტეტო და სხვ.).
Source: კიკნაძე თამარ, დონაძე ნათელა. გენდერი-სოციალური და პოლიტიკური სწავლებანი / თამარ კიკნაძე, ნათელა დონაძე; [რედ. ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006