„ღვთის მონა“ (დევადასი) მცირეწლოვანი გოგონა გასაზრდელად გადაეცემა ტაძარს. ფულის საფასურად იგი ეწევა პროსტიტუციას, ხოლო გასამრჯელო ხმარდება ტაძრის კეთილმოწყობასა და საჭიროებას. ეპიგრაფებზე დაყრდნობით შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ სხვადასხვა დღესასწაულსა და თავყრილობაზე ისინი ტაძრის მოცეკვავეებად გამოდიოდნენ. აღნიშნული ჩვეულება უკვე ძვ. წ. პირველ საუკუნეებში არსებობდა, იგი განსაკუთრებით გავრცელდა შუა საუკუნეებში და მიუხედავად ფორმალური აკრძალვისა, მას დღესაც ვხვდებით. მაგალითად, 1981 წელს ჩატარებული კვლევების გამოქვეყნების შედეგად ირკვევა, რომ მაჰარაშტრისა და კარნატაკის რაიონებში დევადასების რაოდენობა 25-30 ათასს აღწევდა და ყოველწლიურად მათ რიგებს 5-6 ათასი გოგონა ემატებოდა.
Source: კიკნაძე თამარ, დონაძე ნათელა. გენდერი-სოციალური და პოლიტიკური სწავლებანი / თამარ კიკნაძე, ნათელა დონაძე; [რედ. ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006