1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ერგ ერე ერთ ერი ერო

ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა

  1. რუსეთის პოლიტიკოსთა და მკვლევართა მნიშვნელოვანი ნაწილის აზრით, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა მოიცავს კულტურულ, დემოგრაფიულ, გენეტიკურ და სხვა სექტორებს; ეკონომიკურ საფრთხედ აღიქმება ისეთი მოვლენები, როგორიცაა „უცხოელთა მიერ შიდა ბაზრის დაპყრობა“, „ზნეობის დაკარგვა“, უსაფრთხოების ობიექტი ხდება „სოციალური და ინდივიდუალური ქცევის მყარი ფორმები, ფასეულობათა სისტემა“, რომელთა „დანგრევა თვითმყოფადობის დანგრევას მოიტანს“.
    Source: დარჩიაშვილი დავით პოლიტიკოსები, ჯარისკაცები, მოქალაქენი : საქ. ეროვნული უსაფრთხოებისა და სამხ.-სამოქ. ურთიერთობ. ანალიზი / [რედ.: კ. კაციტაძე, გ. ნოდია] - თბ. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2000,

  2. სემუელ ჰანტინგტონი თავის კლასიკურ მონოგრაფიაში „ჯარისკაცი და სახელმწიფო“ აღნიშნავს, რომ იგი ორ დონეზე ხორციელდება. უსაფრთხოების პოლიტიკის ოპერატიული დონე გულისხმობს მატერიალური საშუალებების მომზადებასა და მათ გამოყენებას საფრთხეთა წინააღმდეგ. ინსტიტუციონალური დონე კი – წესს, რითაც ოპერატიული პოლიტიკა ფორმულირდება და ხორციელდება.ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა სასიცოცხლო ინტერესების დაცვისა და გადარჩენისაკენაა მოწოდებული, იგი პოლიტიკური თამაშის ჩვეულებრივ წესებზე უარის თქმას, საგანგებო მოქმედებებს გულისხმობს; ამიტომ ბუნებრივია, რომ სამხედრო პოტენციალს მასში საკვანძო ადგილი უკავია. როგორც წესი, შეიარაღებული ძალები ფლობენ ისეთ ორგანიზაციულ სტრუქტურასა და მატერიალურ ძლიერებას, რაც მათ შეუცვლელს ხდის ნებისმიერი საგანგებო სიტუაციის დროს.
    Source: სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობები : თეორიული საკითხები და საქართველოს მაგალითი / მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკას. ინ-ტი ; [შემდგ.: გია ნოდია, დავით დარჩიაშვილი ; რედ.: ზეინაბ სარაძე] - თბ. : CIPDD, 2000
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9