(მარტინ ედმონდისეული განმარტება) ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ოპერატიულ ფუნქციებს ასრულებენ შეიარაღებული ძალები, პოლიცია, მათთან ფუნქციურ კავშირში მყოფი რიგი საჯარო ინსტიტუტები (სახანძრო დაცვა, სასაზღვრო დაცვა, საბაჟო); ამის გარდა, უსაფრთხოების სისტემა მოიცავს გადაწყვეტილების მიმღებ და ადმინისტრაციული ფუნქციების მქონე ინსტიტუტებს (მთავრობა ან მისი სპეციალური კომიტეტები): დაზვერვის უწყებებსა და შესაბამის მრჩეველთა ორგანიზაციებს, რომლებიც კონტრაქტით მუშაობენ.
Source: დარჩიაშვილი დავით პოლიტიკოსები, ჯარისკაცები, მოქალაქენი : საქ. ეროვნული უსაფრთხოებისა და სამხ.-სამოქ. ურთიერთობ. ანალიზი / [რედ.: კ. კაციტაძე, გ. ნოდია] - თბ. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2000