1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ია იბ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იფ იჩ იძ
იოა იოგ იოს იოჰ

იოჰან გალტუნგის მოდელი ცენტრი-პერიფერია

ამ მოდელის მიხედვით „პერიფერიის“ მნიშვნელობა არის ნეგატიური და თეორიული. გალტუნგის მოდელი ერთერთია ამ საუკუნის 60-იან და 70-იან წლების უამრავ მცდელობათაგან გამონახულიყო კონცეპტუალური საფძველი დასავლეთ ევროპასა და აშშ-ზე მესამე მსოფლიოს ქვეყნების დამოკიდებული მდგომარეობის ასახსნელად. მარქსისტული თვალსაზრისისაგან განსხვავებით, გალტუნგი არ თვლის, რომ იმპერიალიზმი კაპიტალიზმის სპეციფიკური ისტორიული სტადიაა. თავის ურთიერთობის კონცეფციას ცენტრი-პერიფერია ის წარმოგვიდგენს, როგორც „იმპერიალიზმის სტრუქტურულ თეორიას“. მოდელმა ცენტრი-პერიფერია, როგორც იდეალურმა სქემამ, უნდა შეასრულოს ევრისტიკული ფუნქცია ისტორიის ნებისმიერი ძირეული სტრუქტურის გასაგებად. გალტუნგის მტკიცებით, მსოფლიო შედგებოდა და შედგება ცენტრალური პერიფერიული ერებისაგან, და თავის მხრივ, ყოველ ერს აქვს თავისი ცენტრი და პერიფერია, იმპერიალიზმი უნდა განვიხილოთ, როგორც დომინაციის განსაკუთრებული ტიპი, სადაც ცენტრის ცენტრი პლაცდარმად იყენებს პერიფერიის ცენტრს ორივეს ინტერესთა ჰარმონიზაციისათვის, მაშინ როცა ადგილი აქვს ინტერესთა შეუთავსებლობას ცენტრალური ერის პერიფერიასა და პერიფერიული ერის პერიფერიას შორის. ინტერესთა ეს შეუთავსებლობა (ინტერესები ზოგადად განისაზღვრება, როგორც მატერიალური და არამატერიალური ცხოვრების პირობები) იფრო მწვავეა პერიფერიის შიგნით, ვიდრე ცენტრში. პერიფერიული ცენტრის ერი ასრულებს, მაგალითად, გადამცემი ღვედის ფუნქციას ცენტრის ნედლეულით მომარაგებაში. მაშინ როცა ნედლეულის მოპოვების მეორადი ეკონომიკური ეფექტი პერიფერიის განვითარებისათვის, უარეს შემთხვევაში, ბევრად აღემატება მიწაში ორმოს თხრას. ფასეულობათა უთანსწორო გაცვლა მხოლოდ ეკონომიკურ სფეროს არ ახასიათებს. იმპერიალიზმის ლენინისტური და სხვა ეკონომკური დეფინიციებისაგან განსხვავებით, იოჰან გალტუნგი განარჩევს მის სხვადასხვა ტიპს: იმპერიალიზმი შეიძლება იყოს ეკონომიკური, პოლიტიკური, სამხედრო, მოიცავდეს კომუნიკაციის ან კულტურის სფეროებს. პოლიტიკური ტიპის შემთხვევაში ცენტრალური ერი თავს ახვევს პერიფერიას გადაწყვეტულების მიღებათა მოდელს, ხოლო კულტურით განმსაზღვრელი ტიპის ემთხვევაში - კულტურის მოდელებს. კომუნიკაციური იმპერიალიზმის მაგალითად გამოდგება შრომის ისეთი დანაწილება, როცა პერიფერიაში ხდება რაღაც მოვლენები, ხოლო ახალ ამბებად მას მხოლოდ ცენტრი გადააქცევს. იმ პერიალიზმის ნებისმიერი ტიპი გულისხმობს ცენტრის გაბატონებულ მდგომარეობას პერიფერიულ ერებთან მისი ვერტიკალური ურთიერთობებისას და, ამავე დროს, ცენტრი ეწინააღმდეგება მათ უშუალო ურთიერთკავშირებს. რამდენადაც იმპერიების ურთიერთობა ეფუძნება კონკურენციას, პერიფერიულმა ერებმა ოპტიმალური სარგებლობის მიღების მიზნით შეიძლება სცადონ სხვადასხვა ცენტრს შორის უთანხმოების გაღვივება. გალტუნგის აზრით, მსგავსი სტრატეგია ვერ შეცვლის იმერიალიზმის ძირეულ სტრუქტურას. მან შეიძლება გამოიწვიოს ვერტიკალური ურთიერთქმედების გარკვეული მოდიფიკაცია, მაგრამ ვერ შეცვლის ფუნდამენტურ ფეოდალურ ურთიერთობებს. საერთაშორისო დომინაციური სისტემის სტრუქტურული გარდაქმნისათვის გალტუნგი გვთავაზობს უკეთეს სტრატეგიას. მისი აზრით, ცენტრი-პერიფერიის ურთიერთგაგებათა ჰორიზონტალიზაცია, ანუ შრომის დანაწილება და ნაწარმის გაცვლა უფრო თანასწორი პირობებით, ვერტიკალურ ურთიერთობათა შემცირება და პერიფერიული ერებისათვის არჩევანის მეტი თავისუფლების უზრუნველყოფა უნდა გახდეს საერთაშორისო დომინაციური სისტემის სტრუქტურული გარდაქმნის სტრატეგიული მიმართულება. ამ სტრატეგიას საფუძვლად უნდა დაედოს საერთაშორისო ურთიერთობათა დეფეოდალიზაცია პერიფერიულ ქვეყნებში სიცოცხლისუნარიანი წყობის დანერგვის ჩათვლით.
Source: საზოგადოება და პოლიტიკა: [ალმანახი] / მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD [კრ.] 2 / [რედ.: ზეინაბ სარაძე] - , 1999
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9