1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პეგ პედ პეკ პელ პენ პერ პეს პეტ პეჯ

პერიფერია საერთაშორისო ურთიერთობების გამოკვლევებდა და ევროპული პოლიტიკის დისკურსში

პერიფერია უპირველეს ყოვლისა, იძენს პოზიტიურ და პრაქტიკულ შინაარსს ევროპული ინტეგრაციის მოდელის „ბირთვო-პერიფერია“ - ფარგლებში. ამ ტერმინის მეორე მნიშვნელობა გამომდინარობს იოჰან გალტუნგის მოდელიდან - „ცენტრი-პერიფერია“ და ნეგატიურ ხასიათს ატარებს, რამდენადაც პერიფერია განიხილება, როგორც ცენტრის დომინაციისა და ექსპლოატაციის ობიექტი, ხოლო როცა აღნიშნავს კონფლიქტში ჩართული სახელმწიფოების, რეგიონების ან ცივილიზაციების ტერიტორიათა გამიჯვნის ადგილს, იგი მესამე მნიშ ვნელობით წარმოგვიდგება. მას მეოთხე მნიშვნელობა აქვს, რადგან სახელმწიფო, რომელსაც სხვა ძალები იყენებენ როგორ პლაცდარმს გარკვეულ რეგიონში უსაფრთხოების კომპლექსზე ზემოქმედებისათვის, ასევე შეიძლება განისაზღვროს, როგორც მათი პერიფერია. მან შეიძლება შეიძინოს მეხუთე მნიშვნელობაც, როცა აღნიშნავს თავიანთ პოლიტიკაში ზესახელმწიფოების მიერ მცირე ერების მიმართ გულგრილობის სპეციფიკურ გამოვლენებს.ტერმინი პერიფერია არ არის აუცილებლად უარყოფითი მნიშვნელობის მატარებელი, იგი ევროპული ინტეგრციის იდეის ძირეული ელემენტია.
Source: საზოგადოება და პოლიტიკა: [ალმანახი] / მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD [კრ.] 2 / [რედ.: ზეინაბ სარაძე] - , 1999
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9