1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სეგ სევ სეზ სეი სეკ სელ სემ სენ სეპ სერ სეს სეფ სექ სეც

სემუელ ჰანთინგტონის ათი თეზისი

1, მომავლის მსოფლიოს განსაზღვრავს 7-8 განსხვავებული ცივილიზაცია: დასავლური, კონფუციანური, იაპონური, ისლამური, ინდუისტური, სლავურ-მართლმადიდებლური, ლათინურ-ამერიკული და აფრიკული. 2. ამათ შორის დაპირისპირება შეენაცვლება იდეოლოგიურ ბრძოლასა და კონფლიქტის სხვა ფორმებს. მომავალი მსოფლიო ომი, თუკი იგი მოხა, იქნება ომი ცივილიზაციათა შორის. 3. მომავლის კონფლიქტები მოხდება, და უკვე ხდება, განსხვავებულ ცივილიზაციათა შორის არსებული კულტურული ნაპრალების გასწვრივ (ამიერკავკასია, ბოსნია და ა.შ.). 4. დასავლეთის ძალისხმევა, რომელიც მიმართულია საკუთარი დემოკრატიული და ლიბერალური ფასეულობების გასავრცელებლად, როგორც უნივერსალური საშუალებისა სამხედრო უპირატესობის შესანარჩუნებლად და ეკონომიკური ინტერესების გასაფართოებლად, სხვა ცივილიაციების მხრიდან შემხვედრ რეაქციას შეეჯახება. 5. საერთაშორისო ურთიერთობებში დასავლეთის ქვეყნები სულ უფრო და უფრო მცირე როლს ითამაშებენ, ხოლო არადასავლური ცივილიზაციები ამ ურთიერთობათა ობიექტებიდან აქტიურ მოქმედ პირებად იქცევიან. 6. უფრო სავარაუდოა ეფექტური საერთაშორისო პოლიტიკური, სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ორგანიზაციების ფორმირება ცალკეული ცივილიზაციური სისტემების შიგნით, ვიდრე მათ შორის. 7. განსხვავებულ ცივილიზაციათა წარმომადგენელ ერებსა და ჯგუფებს შორის მომხდარი კონფლიქტები უფრო ხშირი, ხანგრძლივი და დამანგრეველი იქნება, ვიდრე ცივილიზაციათა შიგნით მომხდარი კონფლიქტები. 8. საერთაშორისო ურთიერთობათა მთავარი ღერძი დასავლეთსა და დანარჩენ სამყაროს შორის წყალგამყოფ ხაზს გაუყვება. 9. ელიტა ზოგიერთი ქვეყნისა, შინაგანად რომაა გაყოფილი ცივილიზაციური მიმართებით (რუსეთი, მექსიკა, თურქეთი), ეცდება ეს ქვეყნები დასავლეთის ნაწილად აქციოს, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ძნელად გადასალახავ წინააღმდეგობებს წააწყდება. 10. უახლოესი მომავლის ცენტრალური კონფლიქტი იქნება კონფლიქტი დასავლეთისა და ისლამური და კონფუციანური ცივილიზაციების წარმომადგენელ ზოგიერთ ქვეყანას შორის, რომლებიც უკვე ემუქრებიან დასავლეთის ფასეულობებს, ინტერესებსა და ძლევამოსილებას.
Source: საზოგადოება და პოლიტიკა: [ალმანახი] / მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD [კრ.] 2 / [რედ.: ზეინაბ სარაძე] - , 1999
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9