1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
აფა აფე აფი აფს აფხ

აფირმატული აქციები

მათ ასევე მოიხსენიებენ პოზიტიური დისკრიმინაციის ან სპეციალური გამათანასწორებელი საშუალების სახელით. მასში იგულისხმება სამართლებრივი ხერხები ან საშუალებები, რომლებიც ითვალისწინებენ პრივილეგიების მინიჭებას არაპროპორციულად დაბალ დონეზე წარმოდგენილი გენდერისათვის, რათა ამ სქესის წარმომადგენლებს გაუადვილდეთ პროფესიული საქმიანობის შესრულება ან პროფესიული კარიერის გზაზე წამოჭრილი სირთულეების დაძლევა. აფირმატული პროგრამის მაგალითი არის მარეგულირებელი წესდება იმის შესახებ, რომ როდესაც ვაკანტური სამუშაო ადგილის მოსაპოვებლად გამართულ პროცესში მონაწილეობას ღებულობს ერთნაირი კვალიფიკაციის მქონე სხვადასხვა სქესის ორი კანდიდატი, უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ სქესის წარმომადგენელს, რომელიც ამ სექტორში ნაკლები რაოდენობითაა წარმოდგენილი.
Source: გენდერული თანასწორობის საკითხები: ევროპული გამოცდილება და ქართული რეალობა, / [ რედაქტორები: მაია ბრანკა; მილენა მითაგვარია;] - თბ., 2005 : „ქალთა პოლიგრაფიულ სერვისი”
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9