1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

რა რე რთ რი რო რუ რწ რჯ
რეა რეგ რედ რეე რევ რეზ რეი რეკ რელ რენ რეპ რეჟ რეს რეფ რეც

რეაქტიულობა

  1. მკვლევრის ან კვლევითი სიტუაციის გავლენა აქტორების საქციელსა და ნათქვამზე, კვლევის ობიექტების რეაქცია იმ გარემოებაზე, რომ მკვლევარი შეისწავლის მათ; განსაკუთრებით ვლინდება ჩართული დაკვირვების წარმოების პროცესში. იციან რა, რომ მათ მოქმედებას აკვირდებიან, ადამიანები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ იმას, თუ როგორ იქცევიან, როგორ ეპყრობიან სხვა ადამიანებს, რას და როგორ ამბობენ, და საბოლოო ჯამში მათი საქციელი ბუნებრივი აღარ არის, მკვლევრის არსებობა რომ არა, ისინი ასე არ მოიქცეოდნენ. რეაქტიულობა ადამიანების ბუნებრივი რეაქციაა, მაგრამ დაკვირვების წარმოებისას ეს ძალზე სერიოზული პრობლემაა, ვინაიდან ამახინჯებს მიღებულ შედეგებს.
    Source: ზურაბიშვილი თინათინ. თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / თინათინ ზურაბიშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
  2. ცვლილებებისადმი წინააღმდეგობა ან ყოფილ სისტემაში დაბრუნების სურვილი, რაც ეფუძნება რწმენას, რომ კაცობრიობის ისტორია დაღმასვლით ან დაცემითაა აღბეჭდილი.
    Source: პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9