წესები, რომელთა თანახმადაც უნდა მოხდეს რესპონდენტთა შერჩევა გენერალური ერთობლიობის წევრებისაგან. ამ პროცესს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მასობრივი გამოკითხვის ჩატარების დროს, სადაც შერჩევა რეპრეზენტატული უნდა იყოს; თვისებრივ კვლევაში შერჩევის შედგენასთან დაკავშირებით ნაკლები მოთხოვნა არსებობს.
Source: ზურაბიშვილი თინათინ. თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / თინათინ ზურაბიშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006