სოციალური კვლევის მეთოდების ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ისეთ მეთოდებს, როგორებიცაა სიღრმისეული ინტერვიუ, „ცხოვრების ისტორია“, ფოკუს-ჯგუფი, დაკვირვება, მონოგრაფიული გამოკვლევა, და სხვ. ეს მეთოდები ცნობილია როგორც „მოქნილი“ მეთოდები და რაოდენობრივი მეთოდებისაგან განსხვავებით მიზნად ისახავს არა შესასწავლი ფენომენის რაოდენობრივი გავრცელების სურათის დადგენას, არამედ მის სიღრმისეულ შესწავლას.
Source: ზურაბიშვილი თინათინ. თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / თინათინ ზურაბიშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006