1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ევა ევგ ევთ ევრ ევქ

ევროპის კავშირის ბიუჯეტი

საკუთარი სახსრებით ფინანსდება 1970 წლიდან. მანამდე ევროგაერთიანების ბიუჯეტი წევრი სახელმწიფოების შენატანებისაგან დგებოდა. დღეს ევროკავშირის ბიუჯეტი ფინანსდება შემდეგი რესურსებით: 1) გადასახადი სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტზე; 2) საბაჟო მოსაკრებელი, რომელიც იკრიბება ევროპის გაერთიანების საზღვრებზე; 3) გადასახადი დღგ-დან, რომელიც შედგენს თითოეული წევრი სახელმწიფოს მიერ აკრეფილი დღგ-ის 1%-ს; 4) გადასახადი თითოეული წევრი სახელმწიფოს მთლიან ეროვნულ პროდუქტზე. ბიუჯეტის მიღების პროცედურა რომის ხელშეკრულების 272-ე მუხლითაა განსაზღვრული და მოიცავს რამდენიმე საფეხურს. თავდაპირველად, 15 ივნისამდე, კომისია შეიმუშავებს ბიუჯეტის პროექტს და წარუდგენს მას მინისტრების საბჭოსა და პარლამენტს. 31 ივლისამდე საბჭო, პარლამენტის დელეგაცი ასთან შემათანხმებელი შეხვედრის შემდეგ, განიხილავს ბიუჯეტს და უგზავნის პარლამენტს. პარლამენტის მიერ პირველი წაკითხვა ოქტომბრის თვეში მიმდინარეობს. ბიუჯეტის არასავალდებულო ხარჯებს პარლამენტი იღებს წევრთა აბსოლუტური უმრავლესობით. რაც შეეხება სავალდებულო ხარჯებს, პარლამენტს შეუძლია წევრთა აბსოლუტური უმრავლესობით შესთავაზოს ცვლილებები საბჭოს. ამის შემდგომ, ნოემბრის მესამე კვირაში, საბჭო განიხილავს ბიუჯეტის პროექტს მეორე წაკითხვით, შეასწორებს მას პარლამენტის მიერ შეტანილი ცვლილებების (არასავალდებულო ხარჯები) და შეთავაზებული შესწორებების (სავალდებულო ხარჯები) გათვალისწინებით. თუ პარლამენტი მთლიანად არ უარყოფს ბიუჯეტს, საბჭო იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას სავალდებულო ხარჯებზე. 22 ნოემბრისათვის პარლამენტს უბრუნდება შესწორებული ბიუჯეტი, რის შემდეგაც იგი განიხილავს პროექტს უკვე მეორე წაკითხვით. რადგან საბჭო იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას სავალდებულო ხარჯებზე, პარლამენტი დეკემბრის სესიის დიდ ნაწილს არასავალდებულო ხარჯების განხილვას ანდომებს და შეუძლია ან მიიღოს, ან უარყოს საბჭოს მიერ წარმოდგენილი ცვლილებები. საბოლოოდ წევრთა უმრავლესობით და ხმების სამი მეხუთედით პარლამენტი იღებს ბიუჯეტს. ამრიგად, სწორედ პარლამენტია ის ორგანო, რომელზეც დამოკიდებულია საბოლოო გადაწყვეტილება ბიუჯეტთან დაკავშირებით.
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები: ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9