1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ევა ევგ ევთ ევრ ევქ

ევროგაერთიანების სასამართლო

შედგება 15 წევრისაგან (კავშირის წევრთა რაოდენობის შესაბამისად), რომელთაც დახმარებას უწევს ცხრა გენერალური ადვოკატი ისინი ექვსი წლით ინიშნებიან წევრ სახელმწიფოებს შორის შეთანხმების საფუძველზე. სასამართლოს ორი ძირითადი ფუნქცია აქვს: 1. შეამოწმოს, თუ რამდენად შეესაბამება ევროგაერთიანების და წევრი სახელმწიფოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტები დამფუძნებელ ხელშეკრულებებს, და 2. განმარტოს გაერთიანების სამართლის ნორმები ეროვნული სასამართლოს თხოვნით. გაფართოების შემდეგ სასამართლოს წევრთა რაოდენობაც გაიზრდება, რათა ახალ წევრებს საშუალება მიეცეთ, ჰყავდეთ ერთი მოსამართლე. დიდი პალატა, რომელშიც 11 მოსამართლე შევა, განიხილავს იმ საკითხებს, რომელსაც დღეს სასამართლოს პლენარული სესია იხილავს. სამი წლით აირჩევა ხუთი მოსამართლისაგან შემდგარი პალატები. სასამართლოში ასევე ფუნქციონირებს პირველი ინსტანციის სასამართლო, რომელიც 1989 წელს შეიქმნა. ის ძირითადად გაერთიანების ორგანოებს შორის ადმინისტრაციულ და გაერთიანების კონკურენციის სამართლთან დაკავშირებულ დავებს აგვარებს.
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები: ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9