გაერო-ს გენერალური ასამბლეის 1968 წ. რეზოლუცია, რომლის დიდი მნიშვნელობა იმაში გამოიხატება, რომ მან ჰუმანიტარული სამართლის სამი ძირითადი პრინციპი დაამტკიცა:
● შეზღუდულია კონფლიქტში მონაწილე მხარეთა უფლება, აირჩიოს მოწინააღმდეგისათვის ზიანის მიყენების საშუალებანი;
● აკრძალულია სამოქალაქო მოსახლეობაზე თავდასხმა;
● საჭიროა ყოველთვის მოხდეს განსხვავება საომარ მოქმედებაში მონაწილე პირთა და სამოქალაქო პირთა შორის, რათა შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფილ იქნას უკანასკნელთა უსაფრთხოება.
Source: ხუჯაძე ვალერი, სამოქალაქო მოსახლეობის დაცვა საომარი მოქმედებების დროს //ალმანახი №9, [საერთაშორისო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,–თბ.,– 1999