1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ევა ევთ ევრ ევქ

ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმები

(კოპენჰაგენის კრიტერიუმები) – 1993 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ კოპენჰაგენის სამიტზე აღიარა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების უფლება შეუერთდნენ ევროპის კავშირს, თუ დააკმაყოფილებენ შემდეგ სამ კრიტერიუმს: პოლიტიკური კრიტერიუმი: სტაბილური ინსტიტუტები, რომლებიც წარმოადგენენ დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა დაცვისა და უმცირესობათა პატივისცემის გარანტიას; ეკონომიკური კრიტერიუმი: მოქმედი საბაზრო ეკონომიკა და უნარი მონაწილეობა მიიღოს ევროგაერთიანების ერთიანი პოლიტიკის სფეროებში; გაერთიანების სამართლის გადმოტანა ქვეყნის შიდა სამართალში (ინკორპორირება): ევროპის კავშირის სხვადასხვა პოლიტიკური, ეკონომიკური და ფულადი სახის მიზნებისადმი ერთგულება. მადრიდის ევროპულმა საბჭომ 1995 წლის დეკემბერში დაადასტურა ეს კრიტერიუმები და ხაზი გაუსვა განმცხადებელი ქვეყნების ადმინისტრაციული სტრუქტურების ადაპტირების აუცილებლობას თანდათანობითი ინტეგრაციის პირობების შესაქმნელად.
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები: ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9