/ევროპული კონვენცია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახების /მიღებულია ევროსაბჭოს ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ, რადგანაც წარმოადგენს გაწევრიანების ძირითად პირობას. მიღებულ იქნა 1950 წ. მაგრამ ძალაში შევიდა მხოლოდ სამი წლის შემდეგ. მოიცავს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს და მთავარი უპირატესობა არის მისი რეალიზაციის მექანიზმი - ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო. ამ სასამართლოთი და მისი პრაქტიკით აღფრთოვანებულია მთელი მსოფლიო და მას ხშირად მიმართავს გაერო, მრავალი ქვეყნის კონსტიტუციური სასამართლო და სხვა რეგიონალური სისტემები.
Source: ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004