1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

შა შე შვ შთ ში შლ შნ შო შრ შტ შუ
შუა შუმ შუშ

შუმანის გეგმა

1950 წლის 9 მაისს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერ შუმანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა ფრანგი ეკონომისტისა და ევროპული ინტეგრაციის იდეოლოგის ჟან მონეს მიერ შემოთავაზებული გეგმის შესახებ. გეგმა ითვალისწინებდა ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანების შექმნას, რომლის წევრი ქვეყნები ერთად განახორციელებდნენ ამ ორი სტრატეგიული მნიშვნელობის ნედლეულის მართვას. ამ იდეის მთავარი მიზანი გერმანიისა და საფრანგეთის შერიგება იყო ამ ორი ქვეყნის მიერ გერმანული ქვანახშირისა და ფოლადის ერთობლივი მართვის გზით. ამასთანავე, შესაძლებელი გახდებოდა გერმანიის მრეწველობის აღორძინება საფრანგეთის უსაფრთხოების ინტერესთა გათვალისწინებით, რადგან საფრანგეთი შიშობდა, რომ გერმანიის ეკონომიკური აღორძონება შესაძლოა კვლავ ახალი ომის საფუძველი გამხდარიყო. მეორე მხრივ, შუმანის გეგმა გერმანიისათვისაც მისაღები იყო. გერმანიას ჯერ კიდევ შეზღუდული სუვერენიტეტი ჰქონდა და მაშინდელი კანცლერი კონრად ადენაუერი მიიჩნევდა, რომ მსგავს გაერთიანებაში გაწევრიანება თანდათანობით გზას გაუხსნიდა გერმანიის სუვერენიტეტის სრულ აღდგენას და მისი ქვეყნის საერთაშორისო აღიარებას. გერმანიის გარდა ეს წინადადება კიდევ ოთხმა სახელმწიფომ გაიზიარა: იტალიამ, ბელგიამ, ნიდერლანდებმა და ლუქსემბურგმა. 1952 წელს დაიდო პარიზის ხელშეკრულება, რომლითაც ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება დაარსდა.
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები: ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9