1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კად კავ კაზ კათ კაი კალ კამ კან კაპ კარ კას კატ კაუ

კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

განსაზღვრავს საკრებულოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებებს. ამ უფლებამოსილებათა ზოგიერთი ჩამონათვალი ასეთია: ა) საკრებულოს თანამდებობის პირთა (თავმჯდომარე, მისი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარეები), აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელის (გამგებლის, მერის) არჩევა; ბ) კომიტეტებისა და დროებითი კომისიებს შექმნა, აღმასრულებელი ხელისუფლების გამგეობის (მერიის) სტრუქტურის დამტკიცება; გ) აღმასრულებელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის კონტროლი, მათი ანგარიშის მოსმენა და შეფასება; დ) ადგილობრივი გადასახადების და მოსაკრებლების შემოღება; ე) თვითმმართველი ერთეულის ბუჯეტის პროექტის განხილვა, მასში ცვლილებებისა და დამტკიცებების შეტანა, პროექტის მიღება, მიღებულ ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა; ვ) თვითმმართველი ერთეულის განვითარების გეგმების მიღება და მის შესრულებაზე კონტროლი; ზ) მიწათსარგებლობის დაგეგმვა თვითმმართველობის ერთეულის საკუთრებაში მყოფი ქონების და ბუნებრივი რესურსების წესის განსაზღვრა.
Source: პარტიები და თვითმმართველობა: გზამკვლევი პოლიტიკური პარტიებისთვის /მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი - თბ.: CIPDD, 2007 – 27გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9