შიდაპარტიული ჟარგონი. რამდენადაც ფიზიკური ანგარიშსწორება პარტიული დაპირისპირებების თავისებურებად მიიჩნევა, პარტიების ნაწილს ჰყავს კარგ ფიზიკური ფორმაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცთა ჯგუფები, რომლებიც მზად არიან, მსგავს დაპირისპირებაში მონაწილეობა მიიღონ. მათი მთავარი ფუნქცია ოპონენტთა პროვოცირება და პრობლემების ფიზიკური ძალადობით დარეგულირებაა. პარტიები ირწმუნებიან, რომ პოლიტიკურ ძალთა უმრავლესობას ჰყავს ასეთი დაჯგუფებები. მათი აზრით, ამ ჯგუფების ყოლა გარდაუვალი აუცილებლობაა, რადგან მათ გარეშე პარტია დაუცველი დარჩებოდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა მამაკაცთა ასეთი ჯგუფების როლი დაარჩევნო პერიოდში: იგულისხმება, რომ მათ არჩევნები გაყალბებისგან უნდა დაიცვან.
Source: პარტიული სისტემები საქართველოში: გზამკვლევი პოლიტიკური პარტიებისთვის /მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი - თბ.: CIPDD, 2007 – 27გვ.