1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
აღდ აღზ აღი აღკ აღმ აღო აღს აღწ

აღმოსავლეთის საკითხი

პირობითი სახელწოდება, რომელიც მიღებულია საისტორიო ლიტერატურაში XVIIIს. მიწურულსა და XXს. დასაწყისის იმ საერთაშორისო წინააღმდეგობათა აღსანიშნავად, რომელიც დაკავშირებულია ღრმა შინაგანი კრიზისით მოცული თურქეთის იმპერიის მოსალოდნელ დაშლასთან და დიდი სახელმწიფოების – ინგლისი, საფრანგეთი, რუსეთი, ავსტრია (1867 წლიდან ავსტრო-უნგრეთი), პრუსია (1871 წლიდან გერმანია), – ბრძოლასთან მისი სამფლობელოების გაყოფისათვის. „აღმოსავლეთის საკითხის“ წარმოშობა დაკავშირებულია ერთი მხრივ, თურქეთის იმპერიის კრიზისთან, რომლის ერთ-ერთ გამოვლინებას წარმოადგენდა ბალკანეთისა და იმპერიის სხვა არათურქი ხალხების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა; მეორე მხრივ, ახლო აღმოსავლეთში ევროპის სახელმწიფოების კოლონიური ექსპანსიის გაძლიერებასთან მათში კაპიტალისტური ურთიერთობის განვითარებასთან დაკავშირებით. თვით ტერმინი „აღმოსავლეთის საკითხი“ პირველად გამოიყენეს 1822 წელს, საღვთო კავშირის ვერონის კონგრესზე, ბალკანეთში შექმნილი მდგომარეობის – თურქეთის წინააღმდეგ ბერძენთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი აჯანყების (1821-1829წწ.), – განხილვისას.
Source: ხორავა ბეჟან. აფხაზთა 1867 წლის მუჰაჯირობა / [რედ.: ზურაბ პაპასქირი, თეიმურაზ გვანცელაძე]; თსუ-ს სოხუმის ფილიალი, ექვთიმე თაყაიშვილის სახ. საისტ. საზ-ბა, აფხაზეთის ორგ. - თბ.: არტანუჯი, 2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9